თეონა აქუბარდია: რუსეთი ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის ითხოვს
პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი თეონა აქუბარდია რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების მიერ ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის მოთხოვნას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ დამატებით საფრთხეს უწოდებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. თეონა აქუბარდიას განმარტებით, გუშინ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდზე, არჩევნებიდან ერთ კვირაში, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა დიდი საფრთხე შეუქმნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
"რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ღიად არის გამოყენებული ივანიშვილის მიერ საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალების და მეორე ფრონტის გახსნის პროპაგანდა, როგორც შესაძლებლობა დამატებითი ზეწოლის მოსახდენად ჩვენს მიერ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ამასთან, პირველად ჟენევის ფორმატში რუსეთმა ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციური ჩანაწერის შესახებ", — აცხადებს თეონა აქუბარდია.
თეონა აქუბარდიას მოჰყავს ციტატა განცხადებიდან, სადაც წერია, რომ ოფიციალური თბილისის აღიარებით, თავად საქართველოში და მის მიღმა არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამუშავებენ გეგმებს რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ.
აქუბარდიას განცხადებით, რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა უკმაყოფილება
ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით.
"მიუხედავად ფაქტობრივად საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა, რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მარიონეტული რეჟიმების მხრიდან ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის საკითხზე პედალირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის ამოცანას — დატოვოს საქართველო დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და კიდევ მეტად მიიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი.
მოვუწოდებ ივანიშვილის ოცნებას, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე,
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად და ახსნას, რას
უპირისპირებს რუსეთის ამ პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოების და
სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთისგან
იზოლაციის პოლიტიკის შემოქმედი თავად ის არის!", — აცხადებს თეონა აქუბარდია
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები