ნათია თურნავა

8 Nov. 2024, 22:16

"წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ ნდობას და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა.

ჩვენ, 8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი, მე არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის ბოლომდე ჩვენ ამ დეფიციტს შევამცირებთ და ისევ შევძლებთ რეზერვების აღდგენას. წლის ბოლომდე სრულად, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ შესყიდვები დავიწყოთ".

განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების ხარჯვის შესახებ კითხვაზე პასუხისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…