გოგა მემანიშვილი: სამართალდარღვევის ოქმები არ გამოიწერება, აქციის მონაწილეებს დაიბარებენ სასამართლოში
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებს, რომელთაც გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი განუცხადა, რომ გაათავისუფლონ გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მათი იდენტიფიცირება, აქციის ორგანიზატორები დაჯარიმდებიან 5 000 ლარით, მონაწილეები — 500 ლარით. მისივე თქმით, სამართალდარღვევის ოქმები არ გამოიწერება, აქციის მონაწილეებს დაიბარებენ სასამართლოში. პოლიციის მაღალჩინოსნის მიმართვას მთავარი ავრცელებს.
"გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება თქვენი იდენტიფიცირება, აქციის ორგანიზატორები დაჯარიმდებიან 5000 ლარით, აქციის მონაწილეები — 500 ლარით, ახლა თქვენ გინდათ მოუწოდეთ და გადაიყვანეთ ხალხი სავალი ნაწილიდან, ან ჩვენ ვიწყებთ ამ ხალხის იდენტიფიცირებას", — განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის თქმით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებსაც იგივე განმარტება მიეცათ.
ამისივე თქმით, ამ ლოკაციაზე, ამ დროს არ არის იმის საჭიროება, რომ გზის სავალი ნაწილი გადაიკეტოს.
"სამართალდარღვევის ოქმები არ გამოიწერება, აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და დაიბარებენ სასამართლოში", — განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
"არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს" — ამ მოწოდებით ჯგუფი დაიტოვეს მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტეს. შეკრება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით 18:00 საათზე დაიწყო და მსვლელობით გაგრძელდა.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ორგანიზატორების თქმით, ეს დაიტოვეს გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია და ამ მსვლელობით სურთ საფუძველი ჩაეყაროს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები