მიხაელ როთი

მიხაილ როთი

11 Nov. 2024, 12:29

აშკარაა, რომ ოპოზიცია აქ აბსოლუტურად არ აფასებდა იმ ფაქტს, რომ ბევრ საქართველოს მოქალაქეს, სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის იმიტომ, რომ “გლობალური ომის პარტია” არსებობს — ეს გახლავთ რუსეთი.

მე სრულად მესმის ის, რომ ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს და მესმის, რომ განსაკუთრებით თქვენ ქვეყანაში იმიტომ, რომ 20% თქვენი ტერიტორიების გახლავთ რუსული ოკუპაციების ქვეშ.

ეს დიდი იმედგაცრუებაა, ჩვენ ევროპაში — გერმანელებმა, ფრანგებმა და ყველამ თვალები დავხუჭეთ 2008 წელს, შორს ვიყავით მეგობრები და მოკავშირეები, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, გვესწავლა ჩვენს შეცდომებზე — ამიტომ, უნდა ცოტათი მოთმინებით მოგვეპყროთ ჩვენ.

ზოგჯერ დრო სჭირდება, რომ შემოტრიალების წერტილს მივაღწიოთ.

[…] ჩვენ უნდა შევქმნათ უზარმაზარი კოალიცია "გლობალური ომის პარტიის", რუსეთის წინააღმდეგ — ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რატომ ვიმყოფებით აქ და ყველას მოგესალმებით, თუ შემოგვიერთდებით.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ისტორიულად როცა ასეთი გახსნილი გონებით, უფრო ყურადღებით ვუსმენდით ჩვენს მეგობრებს პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში — უფრო უკეთ რომ მოგვესმინა, ახლა აქ, აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია გაცილებით უკეთ იქნებოდა.

განაცხადა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…