გრეტა თუნბერგი: მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით, მათთან, ვინც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ
ფოტო: IPN
"მე ვდგავარ საქართველოს ხალხის გვერდით და ვუერთდები მათ მოწოდებას ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და ახალი, ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგი წერს და საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. ის წერს, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით და მათთან ერთად იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ.
"ბოლო კვირა საქართველოში გავატარე, ვესაუბრე მამაც აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც დემოკრატიის ეროზიას ეწინააღმდეგებიან, ისინი მთავრობის წინააღმდეგ აწყობენ აქციებს, რომელმაც გააყალბა არჩევნები და თავს დაესხა თავისუფლებისა და თანასწორობის მთავარ საფუძვლებს.
მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით, მათთან, ვინც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც იღებს სახიფათო კანონებს, რომლებიც შექმნილია განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად, კანონები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" რაცხავს და კანონებს, რომლებიც ლგბტქ ადამიანებს ძირითად ადამიანურ უფლებებს. ართმევს ეს კანონები არა მხოლოდ მავნეა; ისინი უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია და ემსახურება თავისუფლების ჩახშობას, თანასწორობის წაშლასა და ზეწოლას ახდებს ყველაზე, ვინც გაბედავს ივანიშვილის ძალაუფლების გამოწვევას.
ბოლო წლებში ქართველი ხალხი გამოდიოდა ქუჩებში და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის სისასტიკესა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევას. მათ გადაჭრით აქვთ გადაწყვეტილი დემოკრატიისთვის ბრძოლა, მაგრამ მათი მთავრობა ბლოკავს ამ გზას. დემოკრატიისკენ წასვლის ნაცვლად, მთავრობა იღებს რუსული სტილის კანონებს, რომლებიც ზღუდავს თავისუფლებას.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მმართველმა პარტიამ გამარჯვება გამოაცხადა, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, არჩევნების დამკვირვებლების ჩათვლით, მკაფიოდ განაცხადა, რომ შედეგები არ ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას. დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი დარღვევები, როგორც არჩევნების წინ, ასევე არჩევნების დღეს.
მე ვდგავარ საქართველოს ხალხის გვერდით და ვუერთდები მათ მოწოდებას ჩატარდეს სრული გამოძიება და ჩატარდეს ახალი, ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების.
მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს ამას. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ისინი იმსახურებენ შანსს აირჩიონ თავიანთი მომავალი. ეს არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა; ეს არის ყველა ადამიანის ბრძოლა, ვისაც სჯერა თავისუფლების, თანასწორობის და სამართლიანობის. და ჩვენ უნდა დავდგეთ მათ გვერდით", — წერს გრეტა თუნბერგი.
ცნობილი შვედი აქტივისტი თბილისში 4 ნოემბერს ჩამოვიდა და იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ეკოლოგიასთან და კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების გასაპროტესტებლად ჩამოვიდა, თუ პოლიტიკით დაინტერესდა, აქტივისტმა უპასუხა, რომ ეს პრობლემები ერთმანეთთანაა კავშირში და მისთვის ერთი და იგივეა.
თუნბერგის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პლატფორმა "მწვანეების" თანადამფუძნებელი, გრეტა თუნბერგის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოში, თამარ ჯაყელი. მისი თქმით, თუნბერგი საქართველოში თავისი ინიციატივით ჩამოვიდა და სურს, რომ გაერთიანდეს აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ აქტივისტებთან და მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარების პრობლემატურობას, ის ჯერ თბილისში ეხმარება აზერბაიჯანელ აქტივისტებს მცირე საპროტესტო აქციის მოწყობაში და მერე უკვე სომხეთში მიდის, იქაურ აქტივისტებთან ერთად აქციების დასაგეგმად.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები