ევროკავშირის ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰელჩინსკი, 26 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში და მას საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, სამართლიანი არჩევნები (ISFED) ჩემი ხმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ესწრებოდნენ.
არასამთავროებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ მათ ჰერჩინსკის საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებები წარუდგინეს და ელჩთან საუბრისას მესამე სექტორის მხრიდან აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას.
"ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები რა ხდებოდა არჩევნების დღეს და უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ მივდივართ წინ.
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც იქნება დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით", – განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
ამასთან, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე საუბარი იმასაც შეეხებოდა, თუ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნების გამოძიებისთვის ხელის შესაწყობად.
"ევროკავშირის ელჩთან ჩვენ დღეს ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით, გვაქვს თუ არა იმედი, რომ პროკურატურა ყველაფერს გამოიძიებს და ასევე, რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმისთვის, რომ დაეხმარონ ამ პროცესს და ხელი შეუწყონ ამ გამოძიებას საქართველოში. რეალურად მათ აინტერესებდათ ის დარღვევები, ის არგუმენტები, რაც ჩვენ გვქონდა
[საერთაშორისო ჩართულობის] ფორმატზე, სამწუხაროდ, არ გვისაუბრია. ერთადერთი იმას გეტყვით, რომ ეს არის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტი შექმნიან თუ არა მექანიზმს და ალბათ ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ", — განაცხადა საიას წარმომადგენელმა, ნანუკა ყრუაშვილმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები