10 რამ, რაც ქართველებს განსაკუთრებულად კარგად გამოგვდის
ფოტო: Nostal
საქართველო ტერიტორიულად პატარა, მაგრამ დიდი სულისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა. აქ ხალხს ყველაფრის თავისებურად კეთება უყვარს. იქნებ სწორედ ეს არის უნიკალური ქართული სტილი, ან უბრალოდ მიზეზია, რომ კიდევ ერთხელ თავი მოვიწონოთ. ამ სტატიაში 10 ისეთ ნიჭზე მოგითხრობთ, რომლებიც ქართველებს ყველასგან გამორჩეულს ხდის — ოდნავი ირონიითა და ბევრი გულწრფელი სიყვარულით.
1. ნებისმიერი შემთხვევის საქეიფო სუფრად გადაქცევა
ფოტო: ON
ქართველებს გასაოცარი ნიჭი გვაქვს, ნებისმიერი დღესასწაული, ან ჩვეულებრივი შეხვედრა საქეიფო სუფრად გადავაქციოთ. მაგალითად, როცა დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შეგხვდა ქუჩაში, ან მეგობარს შეყვარებული დაშორდა, ან უბრალოდ ცა არყის ფერია, ეს შემთხვევა შესაძლოა სუფრით დასრულდეს. მოკლედ, ნებისმიერი მიზეზი საკმარისია, როცა ქართველს სუფრაზე მოჯდომა და დალევა უნდა.
პ.ს. არსებობენ ე.წ. მაძებრები ანუ "ჰასლერები", რომლებიც დილით გამოწკეპილები სახლიდან მხოლოდ იმ იმედით გამოდიან, რომ სადმე სუფრას, ან სასუფროდ მიზეზს გადააწყდებიან.
2. ყველაფრის ბოლო წუთას გაკეთება
ფოტო: tenor
საქართველოში წინასწარ რამის დაგეგმვა ყოველთვის სარისკოა — აქ თითქმის ყველაფერი ბოლო წუთზე ხდება, თუმცა საქმე მეტ-ნაკლებად მაინც კეთდება ხოლმე. დროულად სადღესასწაულო სუფრაც კი ვერ იწყება. მოკლედ, ქართველები გამოვირჩევით ნიჭით, გადავდოთ ყველაფერი "ორშაბათისთვის" და მხოლოდ მაშინ გავაკეთოთ საქმე, როცა სხვა გზა უბრალოდ აღარ არის. პროკრასტინაციის ნათელი მაგალითები ვართ.
3. მანქანის მართვა თავდაჯერებულობისა და ქაოსის საოცარი სინთეზით
ფოტო: tenor
ქართველი მძღოლები თავიანთი საგზაო წესებითა და კოდექსებით გამოირჩევიან. მაგალითად, სიჩქარის შეზღუდვა განისაზღვრება ორი ფაქტორით: გზის მოცემულ ნაწილზე კამერა აყენია თუ არა და რამდენად ეჩქარება მძღოლს. საქართველოში სტუმრად ჩამოსული ტურისტები გაოცებას ვერ მალავენ იმ ქაოსის დანახვისას, რაც გზებზე ხდება და ამ ქაოსში მხოლოდ ქართული სტილით გამორჩეული მძღოლები გრძნობენ თავს კომფორტულად.
4. სტუმარ-მასპინძლობა
ფოტო: ON
სტუმარი საქართველოში ყველაფერია! მასპინძლობა კი — პროფესია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სტუმართმოყვარეობა ქართველი ერის უმთავრესი ნიშან-თვისებაა. ჩვენში სტუმარი ღვთის გზავნილად ითვლება. მასპინძლის მოვალეობა კი მოსული სტუმრის პატივისცემაა. თურმე, ადრე სტუმრის ღირსეულად გამასპინძლება ოჯახის ავკარგიანობის მთავარ განმსაზღვრელად ითვლებოდა.
პ.ს. ეს კი კარგია, მაგრამ ჯაყოს ხიზნებიც არ დავივიწყოთ!
5. დარგის ექსპერტობა
ფოტო: ON
ქართველები პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებში "ექსპერტობაში" დიდ სიამოვნებას ვპოულობთ, ხშირად ღრმა ცოდნის გარეშეც კი. თანაც, ყველა ფიქრობს, რომ სწორი ხედვა აუცილებლად მას აქვს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ დარგზე ვსაუბრობთ, საქმე იმაშია, რომ ქურთუკში ჩაწყობილი ხელებითა და დარწმუნებული გამომეტყველებით ქართველის ნათქვამი: "არა ბიძი, ეგ ეგრე არ არის", ერთგვარი იდენტობის განმსაზღვრელია. მოკლედ, ყველაფერზე აზრის ქონა და თავდაჯერებული გამომეტყველება, ნამდვილად ძალზედ ქართული რამეა.
6. ნებისმიერი ნივთის განსხვავებულად გადაკეთება
ფოტო: Intermedia
თოფის ლულა, პატარძლის ფეხსაცმელი, ყანწი, ვაზა, შედარებით მოზრდილი ჭიქა, მიწაში ამოთხრილი პატარა ორმო, ეს ყველაფერი განსხვავებული სასმისების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ქართველების მრავალფეროვნება და კრეატიულობა უსაზღვროა, როცა საქმე სადღეგრძელოს შესაფერი სასმისის პოვნაა. მეტიც, მე მგონია, რომ ოდესღაც შეჯიბრი უნდა მოვაწყოთ და განსხვავებული სასმისების ჩამონათვალი წიგნად შევკრათ.
7. გინების ხელოვნების დარგად აღქმა
ფოტო: ON
გინება საქართველოში ერთგვარი ხელოვნების დარგია. მასში გამოყენებული თითოეული სიტყვა სიზუსტისა და ემოციის მაღალ დონეზე გამოხატულებაა. ქართველებისთვის გინებაში მთავარია ემოცია და სიტყვები თავისით მოდის. ჩვენთან თუ ვინმეს გააბრაზებ, შეიძლება ბებიაქალიდან დაწყებული, შენს ეზოში დაგდებული ქვით დამთავრებული, ნებისმიერი რამ "მოგიკითხოს". გინება რომ ჩვენთან ხელოვნებაა, ამის ნათელი მაგალითი გადაცემა ნიჭიერის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც მრავალსართულიანი გინების ნიჭით წარსდგა ჟიურის წინაშე.
8. ცეკვა
ფოტო: ON
ქართველებისთვის ცეკვა კულტურისა და თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ქართული ცეკვა გამოირჩევა სიძლიერითა და ელეგანტურობით, რომელიც საუკუნეებს ითვლის და დღესაც თანამედროვე კულტურის განუყოფელი ნაწილია. ქართველები ცეკვისთვის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ სიტუაციაში მზად არიან — იქნება ეს ოჯახური შეკრება, მეგობრებთან შეხვედრა, თუ — თავისუფლების მეტროდან ამოსვლა.
9. უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველების გულშემატკივრობა
ფოტო: ON
ქართველებისთვის უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველების გულშემატკივრობა თითქმის ეროვნული სპორტია. მათ წარმატებებს ისე ვადევნებთ თვალს, თითქოს ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ. უცხოეთში მოღვაწე სპორტსმენები, მუსიკოსები, მეცნიერები თუ ხელოვანები ქართველებისთვის განსაკუთრებული სიამაყის მიზეზები არიან. ხშირად მათ წარმატებებს სოციალურ ქსელებში დიდი ოვაციებით ვხვდებით. ასეთი გულშემატკივრობა ნამდვილად გამოხატავს ჩვენს იდენტობას.
10. გაზვიადება
ფოტო: On.ge
გაზვიადება ქართველებისთვის ჩვეულებრივი საქმეა — მოდით, ვაღიაროთ! ნებისმიერი ამბავი, ასე უფრო საინტერესო ხდება. ისტორიას, როგორც წესი, ყოველი შემდეგი მოყოლისას ახალი დეტალი ემატება და თანდათან უფრო მძაფრდება. დედამიწაზე არავის შეუძლია ისე ლამაზად და ავთენტურად გააზვიადოს, როგორც ქართველს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები