ომბუდსმენმა საიას სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ივერი აბაშიძეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.
მოსაზრებაში საუბარია საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, რომელიც ამ შემთხვევაში არჩევნების ფარულობის უზრუნველყოფას ეხება. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
სახალხო დამცველის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი შედგება ფარული კენჭისყრით, თანასწორი, თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წევრებისგან. საარჩევნო კოდექსი არჩევნების ფარული კენჭისყრით ჩატარებას ერთ-ერთ ძირითად პრინციპად ადგენს და მას ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლინებასთან ერთობლიობაში განიხილავს.
ომბუდსმენის მოსაზრებით, არჩევნების ჩატარების მოდელი უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქის როგორც თავისუფალი ნების გამოვლენას, ასევე კონსტიტუციური პრინციპების/სტანდარტების დაცვას. მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ხმის ფარულობის მოთხოვნა განმტკიცებულია საერთაშორისო/რეგიონული ხელშეკრულებებითაც.
"ევროპის საპარლამენტო ასამბლეა 1590 (2007) რეზოლუციაში მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ხმის მიცემის ფარულობა ყველა მოქალაქისთვის და დარწმუნდნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საშუალებები იმისთვის, რომ მათ ხმის მიცემა ფარულად შეეძლოთ. ასამბლეა მოუწოდებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ამომრჩეველთა ანონიმურობა იმგვარად, რომ არ შეიძლებოდეს ამომრჩევლის დაკავშირებით მიცემულ ხმებთან. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ უნდა ჩაერიონ ფარულ კენჭისყრაში და არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, წაიკითხონ ბიულეტენები თვლის პროცესამდე.
საარჩევნო პროცესში ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადი თვალსაზრისით, 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) სტანდარტების თანახმად, საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ხმის მიცემის პროცესი წარიმართოს ფარული კენჭისყრით, რაც ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემს, ხმა სასურველ კანდიდატს მისცეს თავისუფლად და ეფექტიანად. საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი ჩარევის, დაშინების და დაგმობის გარეშე“, — აღნიშნულია მოსაზრებაში.
დოკუმენტში წერია, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოების მიმართ ელექტრონული კენჭისყრის ჩატარების შესახებ.
"დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ელექტრონული კენჭისყრა იმგვარად უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ უზრუნველყოს ხმის ფარულობა ხმის მიცემის პროცედურის ყველა ეტაპზე. ელექტრონული კენჭისყრის პროცესი, განსაკუთრებით დათვლის სტადია, ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ არ იყოს შესაძლებელი ხმების დაკავშირება ამომრჩევლებთან. ხმები არის და უნდა დარჩეს ანონიმური.
რეკომენდაციაში კომიტეტი აღნიშნავს, რომ ელექტრონული კენჭისყრის პროცედურა იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ნებისმიერ სტადიაზე და განსაკუთრებით ამომრჩევლის ვინაობის დადგენისას, გამოირიცხებოდეს ნებისმიერი რამ, რაც ხმის მიცემის ფარულობას საფრთხეს შეუქმნის“, — აღნიშნულია მოსაზრებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები