რა პრეტენზიებს და მოთხოვნებს უყენებს რუსეთი საქართველოს ჟენევის დისკუსიების 62-ე რაუნდის შემდეგ?
ფოტო: apa.az
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდი 2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, რუსეთის ფედერაციის და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა, დისკუსიების თანათავმჯდომარე გაერო, ეუთო და ევროკავშირია.
საქართველოს საგარეო უწყების გამოხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე გააკეთა.
მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებებზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა წერია რუსეთის საგარეო უწყების წერილში?
იმავე დღეს რუსეთის საგარეო უწყებამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც საუბარია იმ პრეტენზიებისა და მოთხოვნების შესახებ, რასაც რუსული მხარე საქართველოს უყენებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, თბილისიდან შემოსული შემრიგებლური სიგნალები პრაქტიკულ ნაბიჯებში გადაიზარდოს და რომ თბილისმა აიღოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება, ასევე დაიწყოს დელიმიტაციის, შემდეგ კი დემარკაციის პროცესი ცხინვალთან და სოხუმთან. ამას გარდა, კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანის თაობაზე.
"რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ თბილისიდან მომდინარე შერიგების სიგნალები პრაქტიკულ დონეზე უნდა გადავიდეს და ისინი უნდა გამყარდეს და განვითარდეს კონკრეტული ნაბიჯებით. მათ შორის, პირველ რიგში, იგულისხმება საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება. ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციის გზით.
ამ ამოცანების აქტუალობა განაპირობა ოფიციალური თბილისის აღიარებამ, რომ თავად საქართველოში და მის მიღმა არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამუშავებენ გეგმებს რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ‘მეორე ფრონტის’ გახსნის შესახებ, ასევე რეგულარულად ადასტურებენ საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და აგრძელებენ ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებით.
რაც შეეხება ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობას, დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობის აზრით, ის ზოგადად შედარებით მშვიდია. სასაზღვრო ზონაში სტაბილურობა დიდწილად შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს თავდაცვის სამინისტროს ეგიდით შექმნილი ურთიერთქმედების არხების სტაბილური ფუნქციონირებით, მათ შორის აბონენტთა საკომუნიკაციო წერტილები — "ხელი ხაზები", ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM). ერგნეთში საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარი. საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე სოფელ გალში მსგავსი MPRI-ის ამოქმედება მიმდინარეობს.
ჰუმანიტარული კუთხით დაბრკოლებად რჩება გაეროს გენერალური ასამბლეის უაღრესად პოლიტიზებულ რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელსაც თბილისი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ყოველწლიურად წარადგენს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვინაიდან შვეიცარიამ ფაქტობრივად დაკარგა ნეიტრალური სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის "ანტირუსული უკანონო სანქციების ყველა პაკეტს" შეუერთდა, კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანის თაობაზე.
დისკუსიები გაგრძელდება. მიღწეულია შეთანხმება შემდეგი რაუნდის ჩატარებაზე 2025 წლის მარტში", — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.
გამოხმაურება საქართველოში
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას 8 ნოემბერს პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი თეონა აქუბარდია გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების მიერ ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის მოთხოვნას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ დამატებით საფრთხეს უწოდებს.
დღევანდელ ბრიფინგზე პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ უფრო ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ თემაზე. გიორგი გახარია მმართველ გუნდს აფხაზეთში რუსეთის ანექსიის დაჩქარებისთვის სამართლებრივი და მორალური ბაზისის შექმნაში ადანაშაულებს.
"ჟურნალისტებს მინდა გთხოვოთ, წაიკითხეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ატვირთული 7 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი ოფიციალური განცხადება, სადაც პირდაპირ წერია, რომ იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არის 78-ე მუხლი, იმიტომ, რომ ოცნება თვლის, ვინმე აპირებს აქედან მეორე ფრონტის გახსნას, იმიტომ, რომ ოცნებამ მოიხადა ბოდიში, რაც ნიშნავს იმას, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა დაიწყოთ საზღვრების დელიმიტაცია ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან. ეს არის ის სამარცხვინო, არაგონივრული და მოღალატეობრივი ქმედება, რომელსაც ოცნება ეწევა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება", — აცხადებს გიორგი გახარია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები