აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს COP29-ს აკრედიტაციაზე და ალიევებთან ინტერვიუზე უარი უთხრეს
ფოტო: OC-MEDIA
აზერბაიჯანულმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ Meydan TV განაცხადა, რომ მათ ჟურნალისტებს აკრედიტაციაზე უარი ეთქვათ, რის გამოც გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP29) ვერ გააშუქეს. გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო თავს დაესხნენ.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია ბაქოში ორშაბათს გაიხსნა და ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული რეპორტიორებით მაშინვე გაივსო.
COP29-ის ოპერაციების კომპანიის საკოორდინაციო საბჭოს წევრ აიან ნაჯაფის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 3000 ჟურნალისტი დარეგისტრირდა.
შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ როგორც აზერბაიჯანელ, ისე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს მიეცემოდათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებისთვის. აზერბაიჯანში დამოუკიდებელ მედიას, როგორც წესი, არ იწვევენ სახელმწიფო კონფერენციებზე, ასევე შეუძლებელია ალიევთან და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას პირველ დღეს არზუ ალიევა, ალიევის ერთ-ერთი ქალიშვილი, ესწრებოდა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა რამდენჯერმე სცადა ალიევასთვის ქვეყანაში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების შესახებ დაესვა კითხვა, მაგრამ მასთან მიახლოებაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა. ალიევას ერთ-ერთმა მცველმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და ჰკითხა: სად მიდიხარ? ამ დროს დაცვის მეორე წევრმა ჟურნალისტს კარი სახეში მიუჯახუნა.
მეორე შემთხვევაში, დამოუკიდებელმა რეპორტიორმა პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმატ ჰაჯიევი დაკავებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით ჰკითხა. ჰაჯიევი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს თავიანთი საქმიანობის გამო კი არ დევნიან, არამედ კანონის დარღვევისთვის.
"აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლების ჩათვლით, სრულად არის დაცული. თუ ვინმეს დაკავებაზე საუბრობთ, მოდით, აქ კანონის უზენაესობაზე ვისაუბროთ", — განაცხადა ჰაჯიევმა.
ჰაჯიევი ამტკიცებდა, რომ არ არსებობს არცერთი ხსენებული პირის დევნის შემთხვევა მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
"იყო ჟურნალისტი არ ნიშნავს დაარღვიო კანონის უზენაესობა. ჟურნალისტობა არ არის კანონზე მაღლა ყოფნა, ან ჟურნალისტიკის მიღმა პრივილეგიების ქონა“, — თქვა ჰაჯიევმა. შემდეგ მან რიტორიკულად იკითხა: "ნუთუ არ ესმით ის ინსტიტუტები, რომლებიც საკუთარ თავს მედიას უწოდებენ, უკანონო ფინანსური მაქინაციებით აზერბაიჯანის კანონებს არღვევენ"?
იგივე რიტორიკას იზიარებს დეპუტატი სიავუშ ნოვრუზოვიც, რომელიც ასევე ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანში არცერთი ჟურნალისტი პროფესიის გამო ციხეში არ ყოფილა.
"მმართველი პარტიის წევრებსაც კი შეიძლება დაემუქროთ პატიმრობა კანონის დარღვევის შემთხვევაში. მაგალითად, [განიხილეთ] სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები, შვიდი მათგანი ახლა ციხეშია", — აღნიშნა ნოვრუზოვმა.
დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედია გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე არაინფორმირებული დარჩა
COP29-ის მეორე დღეს, დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ Meydan TV-მ განაცხადა, რომ მისი ორი ჟურნალისტი კონფერენციას ვერ დაესწრო, რადგან მათ აკრედიტაციაზე უარი უთხრეს.
Meydan TV-მ 2015 წელს მიიღო გადაწყვეტილება, არ მიეთითებინა ავტორების სახელები მათ ნამუშევრებში, რადგან აზერბაიჯანმა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა გააძლიერა.
ეს გადაწყვეტილება 2014 წელს ბაქოში რადიო თავისუფლების ოფისების დარბევას და რედაქტორისა და გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილის დაპატიმრებას მოჰყვა. 2015 წელს ტელეკომპანია Meydan TV-ის სამი თანამშრომელი ქუჩაში დააკავეს, ერთი — შირინ აბასოვი დააპატიმრეს. ამის შემდეგ Meydan TV-ის კიდევ სამი თანამშრომელი უკრაინიდან დაბრუნების დროს აეროპორტში დააკავეს.
გვარების დამალვის გადაწყვეტილებამ დამატებითი გამოწვევები შეუქმნა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ოფიციალურ ღონისძიებებსა თუ საჯარო პირებთან წვდომაზე.
Meydan TV-ს კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, რომელსაც უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, აღნიშნა, რომ მათ უთხრეს, რომ განაცხადის მიღება დაგვიანებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადი ვადის ამოწურვამდე 24 საათი იყო დარჩენილი.
Meydan TV, ისევე როგორც აზერბაიჯანის თითქმის ყველა დამოუკიდებელი მედია, რომელიც აკრიტიკებს მთავრობას, ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა. მიზეზად საგადასახადო და ფინანსური დარღვევების შესახებ სისხლის სამართლის ბრალდებები დასახელდა.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური ასევე დაბლოკილია აზერბაიჯანში 2017 წლის მარტიდან გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვებგვერდი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. რადიო თავისუფლებამ სასამართლოში ეს პრეტენზია უარყო.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 2024 წლის ივნისში დაადგინა, რომ ვებსაიტის დაბლოკვა გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევაა და მთავრობას 5000 ევროს (5300 აშშ დოლარი) კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ჰაჯიევმა სამშაბათს განაცხადა, რომ რადიო თავისუფლება "არ არის ლეგიტიმური მედია სტრუქტურა [აზერბაიჯანის] ტერიტორიაზე". მან დასძინა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება აზერბაიჯანის კანონს, რომელიც, სავარაუდოდ, ითვალისწინებს, რომ "[რადიო თავისუფლება] არ მოქმედებს როგორც მედია სუბიექტი აზერბაიჯანში". ჰაჯიევმა ასევე განაცხადა, რომ რადიო თავისუფლების საქმიანობა ქვეყანაში ეროვნულ კანონმდებლობას არღვევს .
აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა კვლავ გააქტიურდა 2023 წელს. AbzasMedia-სა და Toplum TV-ის მთელი მენეჯმენტი ფულის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს, რასაც აღნიშნული მედიები პოლიტიკური მოტივით ხსნიდნენ.
AbzasMedia-ს დაპატიმრებულ ჟურნალისტებს ახალი შეზღუდვები შეექმნათ COP29-ის დაწყების შემდეგ. გამოცემის დაპატიმრებულმა მთავარმა რედაქტორმა, სევინჯ ვაგიფგიზიმ დედას უთხრა, რომ ორ წუთზე მეტხანს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება არ ჰქონდა.
"ისინი ამბობენ, რომ საკმარისია შენმა ოჯახმა იცოდეს, რომ ცოცხალი და კარგად ხარ. სატელეფონო ზარები 14:00 საათზე დასრულდა. ღია შეხვედრები საერთოდ გაუქმდა", — განაცხადა მან.
იმის გამო, რომ COP29 აზერბაიჯანში დღესასწაულად ითვლება, დაწესებულია დამატებითი შეზღუდვები დაპატიმრებულ ჟურნალისტებზე, როგორიცაა ნათესავებთან შეხვედრის აკრძალვა 22 ნოემბრამდე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები