შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, ლევან სულაშვილი თბილისს ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს
ფოტო: Stock
შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, ლევან სულაშვილი თბილისს ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად არის გარდაცვლილი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი მთავარი არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მშობლების განცხადებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული, თუმცა მათ ამ ვერსიის არ სჯერათ და განმარტავენ, რომ ლევან სულაშვილს "ის მდგომარეობა არ ჰქონია, რომ თავი მოეკლა“. მშობლების თქმით, მათ შვილს გასროლის შედეგად გამჭოლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
"თემქასა და მუხიანს შორის, სადღაც დანგრეულ გზაზე ჩაგვიყვანეს. ჩვენ რომ მივედით, ყველაფერი დამთავრებული იყო. არადა, ოთხს ერთი წუთი აკლია, როდესაც მას "მესენჯერი" ჩართული აქვს და რანაირად? მკვდარს, როგორ ჰქონდა "მესენჯერი" ჩართული? რომ მივედით, უკვე გამოგვიცხადეს, რომ თავი მოიკლა. მას სიკვდილის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. რაღაცაში გამოიყენეს... თავში აქვს ნასროლი. ვითხოვთ გამოძიებას, ტელეფონიც არ არის გახსნილი.იქ როგორ ჩავიდა მანქანა? როგორ გაიგეს, რომ იქ იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რომ დაუწყეს ძებნა? რას ეძებდნენ? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებონ? სანამ არ გამოაცხადებენ, რატომ ეძებდნენ?", — აცხადებს გარდაცვლილის დედა.
თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა არც მამას.
"თვითმკვლელობა არ მგონია, იმიტომ, რომ შიგნით, მანქანაში სისხლი არ არის და ტყვია ნახეს, მარცხენა მხარეზე, უკანა კარებთან გაჭედილი. სავარაუდოდ [ მოკლეს]. ეგრე მგონია", — აღნიშნავს მამა.
ლევან სულაშვილის გარდაცვალების საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. როგორც ინტერპრესნიუსს უწყებაში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები