თბილისის სააპელაციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების და საიას საჩივრებს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
თბილისის სააპელაციო სასამართლო საიას საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საიას გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ცესკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა, რადგან საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლებას შეეხება.
"მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარეებისთვის უნდა მიეცა მოსაზრებების სხდომაზე წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას უნდა ჰქონოდა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა საქმის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
გარდა იმისა, რომ საქმე მოთხოვნების და მოპასუხის გათვალისწინებით, პრაქტიკულად წარმოადგენდა ახალ საქმეს, საიას ჰქონდა რამდენიმე დამატებითი შუამდგომლობაც, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა და ამჯერად, ეს შუამდგომლობები სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიემართებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება, ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა. საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლებას შეეხება, სასამართლომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას და გადაწყვეტილება მხარეების და საზოგადოების დასწრების გარეშე მიიღოს", — წერია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრების ზეპირი მოსმენით განხილვაზე უარის თქმას ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, საიას სარჩელების გარდა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის და ძლიერი საქართველოს სარჩელებიც ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა
"მოსამართლე თამარ ონიანის თანაშემწემ დამირეკა და მაცნობა, რომ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. 16:00-ზე ჩაინიშნა ჩვენი სააპელაციო სარჩელის განხილვა, მაგრამ ზეპირი მოსმენის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს არ მოგვეცემა შესაძლებლობა, წარვადგინოთ ჩვენი მტკიცებულებები, არგუმენტები და მოსაზრებები. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გარემოებაში არის ის, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სადაო გახადა „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეხება ვერიფიკაციების აპარატების მოქმედებას, მათ შორის, პასპორტების გატარებას, მარკერების ხარისხის შესაბამისობა, ბიულეტენების ხარისხის შესაბამისობა, აუდიტორიული კომპანიის დასკვნების არავალიდურობასთან დაკავშირებით", — განაცხადა თამარ კორძაიამ.
13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელები საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ამ შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა.
ოპოზიციისა და საიას სარჩელები ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოსამართლეს უნდა განეხილა. თუმცა სარჩელები გაერთიანდა.
სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მოსამართლე 11 შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ ყველა შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არცერთი არ დააკმაყოფილა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები