თბილისის წიგნის დღეები 2024: პალიტრა L-ის სიახლეები
ფოტო: პალიტრა L
თბილისის წიგნის დღეები დაიწყო, რისთვისაც პალიტრა L დიდი ხანია ემზადება. გამომცემლობა თქვენი აღფრთოვანებისთვის უკვე მზადაა – თქვენ გელოდებათ ახალი ავტორები, დაუვიწყარი თავგადასავლები და ემოციებით სავსე ისტორიები. პალიტრა L-ის სტენდთან აუცილებლად იპოვით თქვენი ინტერების შესაბამის წიგნებს. მანამდე კი მათ მიერ გამოცემულ სიახლეებზე მოგიყვებით, რომლებიც თქვენი საყიდელი წიგნების სიას აუცილებლად უნდა დაამატოთ.
1) სტივენ კინგი - „ზღაპარი”
ფოტო: Palitra
სტივენ კინგის მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს! ფესტივალზე სტივენ კინგის “ზღაპრის” შეძენას შეძლებთ, რომელიც ანტონ სინატაშვილმა თარგმნა. ზღაპარი ჩარლის რიდის შესახებ გვიყვება, რომელიც შესანიშნავი მოსწავლე, სპორტსმენი და კარგი შვილია. როგორ აღმოჩნდა, ერთგული მეგობარიც, და როცა პირქუში განდეგილი ჰოვარდ ბუდიში კვდება, ბიჭი, ქონებასთან ერთად, მემკვიდრეობით კასეტასაც იღებს, სადაც უფროსი მეგობარი უცნაურ ამბავს უყვება... და იწყება ზღაპარი, სავსე თავგადასავლებით, შიშითა და ტკივილით.
2) აგათა კრისტი - “უტყვი მოწმე”
ფოტო: Palitra L
აგათა კრისტის შემოქმედების გამოცემაც გრძელდება და პალიტრა L აგათას კიდევ ერთი წიგნს გვთავაზობს! სახელგანთქმულ მაძებარს, შეუდარებელ ერკიულ პუაროს, ერთი ჩახლართული მკვლელობის საიდუმლოს გახსნა მოუწევს თავის ძველ მეგობართან, კაპიტან ჰასტინგზთან ერთად და ამაში მხიარული ფოქსტერიერი, სახელად ბობი დაეხმარება. მეტს აღარ მოგიყვებით, და რომც მოგითხროთ, აგათას შთამბეჭდავი სიუჟეტები გულგრილს არასდროს დაგტოვებთ.
3) პაოლო ჯორდანო - “მარტივი რიცხვების მარტოობა”
ფოტო: Palitra L
მარტივი რიცხვების მარტოობა" პაოლო ჯორდანოს პირველი რომანია, რომელიც გამომცემლობა “მონდადორიმ“ 2008 წელს გამოსცა. მატიასა და ალიჩეს სიყვარულისა და მარტოობის ამბავმა სწრაფად დაიპყრო იტალიელი მკითხველის გული. მას შემდეგ წიგნი 36 ენაზე ითარგმნა, ხოლო 2010 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. რომანმა 2008 წელს მოიპოვა პრემიები "Strega" და "Campiello-Opera Prima".
4) მარტინ ემისი - “ინტერესის ზონა”
ფოტო: Palitra
რომანი, რომელიც გვიხატავს ნაცისტური პერიოდის სისასტიკესა და მორალურ დაცემას. წიგნში ემისი საოცარი სიზუსტით გადმოსცემს საკონცენტრაციო ბანაკის ყოველდღიურობას და გვაგრძნობინებს ამ პერიოდთან დაკავშირებულ ტრაგიზმსა და აბსურდულობას.
5) ფრანსუა საგანი - თანმხლები მუსიკა
ფოტო: Palitra L
„თანმხლები მუსიკა” ფრანსუაზ საგანის მოთხრობების კრებულია. უჩვეულო, განსხვავებული ხასიათები, პორტრეტები, არაორდინარული ურთიერთობები, სიყვარული, ღალატი, სევდა, მარტოობა... ეს საგანისეული თემები და ხელწერაა, რომელთაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანებიდან, ამჯერად კი ეს ყველაფერი მცირე პროზის სახითაა წარმოდგენილი.
6) ლადო სულაბერიძე - “ცხადსიზმარიანა”
ფოტო: Palitra
ლადო სულაბერიძის „ცხადსიზმარიანა“ გაოცებს იმით, თუ როგორ გადმოსცემს მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიას. მწერალი გვიამბობს საბჭოთა ეპოქაზე, მეორე მსოფლიო ომის რეალობაზე და ქართულ კულტურაზე იმ დროის ჭრილში, თავისი დროის პოეტის გულწრფელი გადმოცემით.
გახდი ბესტსელერის ავტორი 2024:
ფოტო: Palitr
პალიტრა L-ის პროექტი “გახდი ბესტსელერის ავტორი” უკვე რამდენიმე წელია, ტარდება. პროექტის ფარგლებში სამი ახალი წიგნი გამოიცა, რომელთა შეძენას თბილისის წიგნის დღეებზე შეძლებთ.
ნინო ჟვანიას „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ“ გვიხატავს სამყაროს განუმეორებელი სტილისა და იდუმალებით სავსე ეპიზოდების საშუალებით. ეს არის ტექსტი, რომელიც ახლებურად და საინტერესოდ გვაგრძნობინებს მწერლის ემოციებს, ჩანაწერებს და სამყაროს აღქმას.
ნათია საგინაშვილის სადებიუტო რომანი „ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“ თავს გვაცნობს როგორც დამაინტრიგებელ დეტექტიურ ისტორიას, სადაც ცირკი, რომელიც ბავშვებისთვის მხიარულების ადგილია, უცაბედად მკვლელობის საიდუმლოს შემცველ სცენად იქცევა.
ელენე კუპრაშვილის „ფოლადის ფრთები“ გვიყვება ორ ძმას შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელთაც სრულიად განსხვავებული ბედი აქვთ. მათი სიძლიერე თუ სისუსტე კრიზისულ მომენტებში ვლინდება, ხოლო მთავარი იდეა სიყვარულისა და ადამიანური ღირებულებების ძალის დემონსტრირებას გვთავაზობს.
იპოვეთ თქვენი მომავალი საყვარელი წიგნი და არ გამოტოვოთ თბილისის წიგნის დღეები!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები