12 ქვეყნის უმაღლესი შეფასება ანდრიას — საბავშვო ევროვიზიის შედეგები დეტალურად
ფოტო: Corinne Cumming / EBU
2024 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ჩვენს ქვეყანას რეკორდული მეოთხე გამარჯვება ანდრია ფუტკარაძემ მოუტანა. მადრიდში გამართულ ევროვიზია ჯუნიორზე 11 წლის მუსიკოსმა გიგა კუხიანიძისა და მაკა დავითაიას სიმღერა დედას შეასრულა და ჟიურისა და ტელემაყურებლისგან ჯამში 239 ქულა დაიმსახურა.
წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის შედეგებზე უფრო დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით: ვინ რა შეფასება დაგვიწერა და როგორ გადანაწილდა ქულები საქართველოდან.
როგორი შეფასების სისტემა მოქმედებს საბავშვო ევროვიზიაზე: კონკურსზე ცალ-ცალკე, თანაბარი პროპორციით ითვლება ჟიურის ქულები და ტელემაყურებლის (ონლაინ ხმის მიცემის) ხმები. 17-ვე მონაწილე ქვეყანაში მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური მონაწილეებს 1-7, 8, 10 და 12 ქულით აფასებს: საუკეთესოს უწერს 12 ქულას, მე-2 ადგილზე მყოფს 10-ს, მესამეზე — 8-ს და ა.შ. რაც შეეხება მაყურებელს, ის პროცესში მხოლოდ ონლაინ ხმის მიცემით მონაწილეობს. შესაბამისად, ჯერ განისაზღვრება, ჟიურის ჯამში მაქსიმუმ რამდენი ქულის დაწერა შეუძლია (წელს ეს რიცხვი 986 იყო), შემდეგ კი მიღებული ხმები პროპორციულ ქულებად ნაწილდება მონაწილეებზე.
ჟიურის შეფასება
ჩვენ გარდა 16 სხვა მონაწილე ქვეყნიდან 12-ის ჟიურიმ საქართველოს წარმომადგენელი უმაღლესი ქულით შეაფასა. ანდრია ფუტკარაძემ ყველა ქვეყნის ჟიურისგან ჯამურად 180 ქულა მიიღო და შეფასების ამ ნაწილში უპირობო ლიდერი გახდა.
აი, რა ქულები დაგვიწერეს ევროპულმა ქვეყნებმა:
- 12 ქულა — იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან-მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ირლანდიისგან, მალტისგან;
- 10 ქულა — გერმანიისგან, ჩრდილოეთ მაკედონიისგან;
- 8 ქულა — საფრანგეთისგან, პოლონეთისგან.
1-7 ქულა საქართველოს არცერთი ქვეყნისგან არ მიუღია. ეს იმას ნიშნავს, რომ ანდრიას შესრულება არცერთ ჟიურის საუკეთესო სამეულს მიღმა არ დაუყენებია.
ტელემაყურებლის ქულები
ჟიურის შეფასებისგან განსხვავებით, საქართველო ტელემაყურებლის ქულებით ლიდერი არ ყოფილა. მაყურებლისგან ანდრიამ 59 ქულა მიიღო და შეფასების ამ ნაწილში მეექვსე პოზიცია დაიკავა. რადგან ტელემაყურებლის განკარგულებაში 986 ქულა იყო, შეგვიძლია ვიანგარიშოთ, რომ საქართველომ ხმების 5,98% მიიღო.
როგორ გადანაწილდა ქულები საქართველოდან
წლევანდელ ევროვიზია ჯუნიორზე საქართველოს ჟიურის მიერ დაწერილი შეფასება ასე გამოიყურება:
- 12 ქულა — სომხეთს;
- 10 ქულა — საფრანგეთს;
- 8 ქულა — ესპანეთს;
- 7 ქულა — პორტუგალიას;
- 6 ქულა — მალტას;
- 5 ქულა — უკრაინას;
- 4 ქულა — ირლანდიას;
- 3 ქულა — ნიდერლანდებს;
- 2 ქულა — გერმანიას;
- 1 ქულა — ესტონეთს.
ასე დასრულდა რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყანა უმასპინძლებს ევროვიზია ჯუნიორს მომავალ 2025 წელს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები