თბილისის მეტროსთვის 97 ერთეული ე.წ. "გამჭოლი" ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტის ფარგლებში, 15 ნოემბერს გამოცხადდა ტენდერი 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვაზე.
მისივე თქმით, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. "გამჭოლი" ვაგონებით; ახმეტელი-ვარკეთილის ხაზს, დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლის ნაცვლად, მოემსახურება 5-ვაგონიანი მატარებლები, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მგზავრთა მომსახურების ხარისხი.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტენდერი 2025 წლის 15 იანვარს გაიხსნება.
"მეტროს ვაგონების განახლების პროექტი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. 2017 წლიდან ყველა არსებული ვაგონის რეაბილიტაცია განხორციელდა მათი საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივების მიზნით, თუმცა ზოგიერთი ვაგონის ვადა 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოიწურება და ამისთვის აუცილებელი იყო, მომხდარიყო სრულიად ახალი, თანამედროვე ვაგონებით მათი ჩანაცვლება. ამისთვის მომზადდა შესაბამისი ტექნიკური დავალება და სატენდერო დოკუმენტაცია, ჩატარდა ბაზრის კვლევები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციიდან მოზიდული იქნა შესაბამისი დაფინანსება.
მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ყველა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 15 ნოემბერს გამოცხადდა ტენდერი 97 ერთეულ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვაზე. ტენდერი 2025 წლის 15 იანვარს გაიხსნება. დაინტერესებული კომპანიებისათვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. ასევე ინფორმაციის დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას", – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოდან.
"პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით ეტაპობრივად მოწოდებული იქნება თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი). ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილი გვაქვს 2026 წლის ბოლოდან. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) შესყიდვის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 200 მლნ ევროს. ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია.
მეტროში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით ჯამში გვესაჭიროება მინიმუმ 212 ვაგონი. შესაბამისად, ეს პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ ჩანაცვლებამდე და უახლოეს წლებში დამატებით შესყიდული იქნება კიდევ 115 ვაგონი", – განაცხადა თბილისის მერმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები