თბილისის 146-ე სკოლის მოსწავლეები ანექსირებულ ყირიმში რუსული ენის შესასწავლად გაემგზავრნენ
ფოტო: პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტი
თბილისის 146-ე სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე ანექსირებულ ყირიმში, არტეკის საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა. პირველი საერთაშორისო შეკრება არტეკში მიმდინარე წლის 7-27 აგვისტოს პერიოდში იმართება.
არტეკი რუსული ენის შემსწავლელი ბანაკია, სადაც პროგრამის პედაგოგებთან ერთად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული რუსული ენის პედაგოგებიც ჩაატარებენ გაკვეთილებს. მის ორგანიზატორი, რუსეთის ხელისუფლების სახელით, რუსული ენის საბჭოა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ მომხდარი განუმარტეს:
"სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ... განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება".
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თბილისის 166-ე მოსწავლეების გამგზავრების შესახებ ინფორმაცია 21 აგვისტოს Sputnik Georgia-მ გაავრცელა. განათლების სამინისტროში კი On.ge-ს განუცხადეს, რომ ყირიმში არა 166-ე, არამედ 146-ე სკოლის მოსწავლეები გაემგზავრნენ. სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი On.ge-ს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
Sputnik Georgia-სთან ინტერვიუში სკოლის მოსწავლეები ყვებიან, რომ არტეკის შესახებ სკოლის რუსული ენის პედაგოგისგან გაიგეს. ყირიმში გასამგზავრებლად მათ შესაბამისი კონკურსი გაიარეს. კონკურსის ფარგლებში მათ გადაიღეს ვიდეორგოლები და გააკეთეს სლაიდები თემაზე "რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთი და რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში". როგორც სტატიიდან ირკვევა, კონკურსი პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა ჩაატარა.
გამოცემის ცნობით, პროგრამაში 20-მა პედაგოგმა და 170-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა 26 ქვეყნიდან: ავსტრია, ავსტრალია, სომხეთი, ბელორუსია, ბულგარეთი, უნგრეთი, ვიეტნამი, საქართველო, ინდოეთი, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, პალესტინა, სერბეთი, სლოვენია, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა, საფრანგეთი, ჩეხეთი და შვეიცარია.
უკრაინის ტერიტორია ყირიმი 2014 წლის 18 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერაა ანექსირებული. ყირიმის ნახევარკუნძული დე ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები