კალაძე ბორელის განცხადებაზე: დაფინანსების შეწყვეტაზე მუქარების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს
ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ეხმაურება საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს.
კალაძის თქმით ევროკავშირის წევრები მესამედ აცხადებენ, რომ საქართველოს დაფინანსებას შეწყვეტენ, თუმცა "მიუხედავად ამ მუქარებისა მმართველი პარტია ყოველთვის ატარებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესს"
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება არის სპეკულაციური.
"მსგავსი განცხადება არაერთხელ მოვისმინეთ და მერამდენედ შეწყვიტეს ეს დაფინანსება? უკვე მესამედ აცხადებენ ამას. გავიგეთ! მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს.
გვერდით რომ გადავდოთ ეს პოლიტიკური სპეკულაციური განცხადებები, რომელიც სიცრუით არის გაჟღენთილი, ყველა პარამეტრით საქართველო წინ მიდის. ნახეთ, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები, სტატისტიკები. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ევროინტეგრაციის გზაზე აქვს წინგადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა", — აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, სხდომამდე გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება საერთაშორისო გამოყენებით უნდა ჩატარდეს, კალაძე ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ გაყალბების ფაქტები ამ დრომდე არავის წარმოუდგენია.
"ცესკო-მ მიმართა გენერალურ პროკურატურას სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით. არჩევნების დღიდან მოყოლებული, ოპოზიციამ რაც გაიგო, რომ პირწმინდად დამარცხდნენ, დაიწყეს საუბარი გაყალბებაზე. გვეუბნებოდნენ უამრავი ფაქტი არსებობსო. თუმცა, დღემდე არავის წარმოუდგენია მტკიცებულება. პროკურატურამ კონკრეტული ადამიანებიც დაიბარა და რეალურად ფაქტები არ წარმოუდგენიათ. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები და საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი, აირჩია მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", — განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მორიგი კომენტარი გააკეთა წერილზე, რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ევროკავშირს გაუგზავნა და თქვა, რომ მათი მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაა.
"ოპოზიცია ჩვეულებრივ მავნებლობას აგრძელებს. წერილი ფარულად გაგზავნეს, თუმცა, ჩვენ მოგვაწოდეს შინაარსი, რომელსაც ოთხი რადიკალური პარტია აწერს ხელს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, როგორმე სახელმწიფო და ხალხი დააზიანონ. გვახსოვს მსგავსი არაერთი ქმედება მათი მხრიდან, თუნდაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას რომ ცდილობდნენ, ასევე, იმავეს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე. ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები. აგენტურას რა უნდა მოსთხოვო? ეს ადამიანები ემსახურებიან გარე ძალებს და მათ ინტერესებს. იმ განცხადებიდან გამომდინარე, მათი მთავარი მცდელობაა, მოაწყონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა. ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ გვექნება მშვიდობა", — აღნიშნა კალაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები