ყველაზე ძველი ქართული ნაძვის ხე და უძველესი საახალწლო ტრადიციები საქართველოში
ფოტო: Gardex.ge
რა ამბავია ეს ორი სათაური და ეს ორი ახალი წელიო, რამდენჯერ მოგვისმენია, გახსენებაც რთულია. მარტივი ამბავია - ვისაც უნდა, ორი ახალი წელი აღნიშნოს, ვინც უქეიფოდ ბრძანდება - სულაც არაფერი ქნას, აძალებს ვინმე?! თუმცა, ახლა სულ სხვა და ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო ამბები უნდა მოგიყვეთ Gardex.ge-ზე, თან, რაღა თქმა უნდა, ჩვენს ნაძვის ხეებსაც არ დავტოვებთ უყურადღებოდ.
გაინტერესებთ, როდის დადგეს თბილისში ყველაზე გამორჩეული ნაძვის ხე და როგორი საახალწლო ტრადიციები ჰქონდათ საქართველოში საუკუნეების წინ? მაშ, საქმეს შევუდგეთ:
ყველაზე ძველი ნაძვის ხეების ამბავი
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ერთმა თბილისელმა, პირველი გამორჩეული ნაძვის ხე გერონტი ქიქოძის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში 1913 წელს დადგა. სამწუხაროდ, მფლობელის მხოლოდ ინიციალებია ცნობილი: ვ.მ.თ... ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტო, საბედნიეროდ, დღემდე შემონახულია.
ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი
დიდი ხნის მანძილზე, ყველაზე ძველი ქართული ნაძვის ხის ფოტოდ სწორედ ქიქოძის 9 ნომერში გადაღებული ფოტო მიიჩნეოდა, რომელიც როგორც გითხარით, 1913 წლით თარიღდება და რომელიც ეროვნულ არქივში დაცულია, თუმცა, მოგვიანებით ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში უფრო ძველი ქართული ნაძვის ხე გამოჩნდა. კერძოდ კი ეს ფოტო 1900 წლისაა და სოხუმში, კუპერების ვილაშია გადაღებული.
არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ კუპერებმა შემოიტანეს საქართველოში ნაძვის ხის ტრადიცია, მანამდე კი ახალი წლის განუყოფელი ნაწილი ჩიჩილაკი გახლდათ, რომელიც საბედნიეროდ, დავიწყებას დღესაც არ მისცემია.
სანამ ჩიჩილაკსა და ძველ საახალწლო ტრადიციებზე გადავალთ, Gardex-ის ბრენდის ნაძვის ხეებიც ვახსენოთ:
თუკი გადაწყვიტეთ, რომ ახალი წლისთვის ახალი ნაძვის ხე უნდა შეიძინოთ, Gardex.ge საუკეთესო არჩევანი გახლავთ - ჩვენთან შეიძენთ როგორც ტრადიციულ, მწვანე ფერის, ისე თოვლის ფიფქებით გადაპენტილ ნაძვის ხეებს - გაილამაზეთ სადღესასწაულო დღეები და ახალ წელს კიდევ უფრო ამაღლებული განწყობით შეეგებეთ.
როდის აღნიშნავდნენ ახალ წელს საქართველოში?
საქართველოში ახალ წელს სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ. IV საუკუნეში 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII საუკუნიდან იგი ბიზანტიურ-ქრისტიანულმა ინდიქტიურმა, ანუ სექტემბრის წელიწადმა შეცვალა. IX საუკუნის 20-იანი წლებიდან დროის ახალი ათვლა მარტიდან იწყებოდა, XIV საუკუნიდან კი თარიღი საბოლოოდ დადგინდა ევროპული კალენდრით იანვარში.
უძველესი ქართული საახალწლო ტრადიციები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ახალი წლის განუყოფელი ნაწილი იყო ჩიჩილაკი, რომელსაც „ბასილას წვერებსაც“ ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ ჩიჩილაკი თავისი ბურბუშელებით მზის სხივებსაც განასახიერებდა. მის თავზე ჯვრის გამოსახულებას აკეთებდნენ და ჩირით, ხილით, სუროს ფოთლებით რთავდნენ.
ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საახალწლო ხონჩაზე. ნათლისღების წინა დღეს კი „ბასილას წვერებს“ წვავდნენ და მის ფერფლს გასული წლის უსიამოვნებებს ატანდნენ.
საქართველოში ახალი წლის დღესასწაული ძველადაც გამორჩეულად აღინიშნებოდა. მასთან დაკავშირებული რიტუალები ყველგან თითქმის ერთნაირი იყო, რადგან უმთავრესი მიზანი სიუხვისა და კეთილდღეობის მოპოვება გახლდათ. იყო კუთხური თავისებურებებიც, მაგრამ სხვაობა მხოლოდ ნიუანსებში ვლინდებოდა.
ახალი წლის წინა დღეებში იწყებოდა დიდი სამზადისი: სახლისა და კარ-მიდამოს დასუფთავება, სანოვაგის მომზადება საგანგებო სუფრისთვის, სხვადასხვა ფორმის (ცხოველების, ფრინველების, შრომის იარაღების) კვერების ცხობა და ასე შემდეგ.
ყურძნის უხვი მოსავლის მისაღებად საგანგებო პურს აცხობდნენ, რომელსაც ქართლში, იმერეთსა და რაჭაში ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა. გურიაში კი კვერის სახით ცხვებოდა და მას აგუნას პური ეწოდებოდა (აგუნა - მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება).
სამეგრელოში აგუნას სახელზე ოთხი ხაჭაპური ცხვებოდა. გამომცხვარი კვერები თუ პურები ხონჩაზე დაწყობილ სხვა სანოვაგესთან ერთად მარანში შეჰქონდათ, სადაც საგანგებო ტექსტს წარმოთქვამდნენ, თან გადაბრუნებულ საწნახელს ნაჯახის ყუას უკაკუნებდნენ. შემდეგ იმართებოდა რიტუალური ჭამა-სმა. ოჯახის თავი გარეთ გადიოდა ხონჩით ხელში და ახალი წლის მოსვლას ულოცავდა შინაურ პირუტყვსა და ფრინველს, ვაზს, კარ-მიდამოს. ვენახში მიჰქონდათ ვაზის პური, ხელადა ღვინო და ნასუქი მამალი. გურიაში ამ დროს ღორის თავიც დაჰქონდათ. მოხარშულ თავს ხორცს მოაშორებდნენ და დარჩენილ ძვალს უკაკუნებდნენ, თან დააყოლებდნენ: „ჩვენს მამულში-ყურძენი, სხვის მამულში-ფურცელი“...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები