გიორგი ვაშაძე: პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას, მოქალაქეებს გადაადგილებაში პრობლემას ნუ უქმნით
ფოტო: NEWS.On.ge
პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას! მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით. თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე - არ შეიძლება ქალაქის პარალიზება! — ასე მიმართა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს.
როგორც ვაშაძემ მიმართვისას აღნიშნა, გამზირზე მყოფი პოლიციელთა რაოდენობა, მათ მიერ "გამოხატული პროტესტის ფორმას არ შეესაბამება".
"რატომ კეტავთ გზას? გზა რატომ გაქვთ დაკეტილი, შეგიძლიათ გვითხრათ? თქვენი რაოდენობა არ შეესაბამება თქვენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმას. თქვენ ახლა პროტესტს გამოხატავთ, მელიქიშვილი გაქვთ დაკეტილი და გეკითხებით - რატომ გაქვთ დაკეტილი? ვინ გაიძულათ, რომ დაკეტოთ? თუ შეიძლება გადადით ტროტუარზე და თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე. აქ გზას ტყუილად ნუ კეტავთ. ხომ ემხრობით, რომ გადავიდნენ [ტროტუარზე]? პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას! მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით. არ შეიძლება ქალაქის პარალიზება! მინდა, ჟურნალისტებმა დააფიქსირონ, როგორ უკეტავენ პოლიციელები მოქალაქეებს გზას, როგორ აქვთ დაკეტილი მელიქიშვილის გამზირი", — აღნიშნა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, თუ პოლიციელები რამეს აპროტესტებენ, მოქალაქეები მათ ხელს არ შეუშლიან და არც დაშლიან.
"თქვენ ახლა უნდა გადახვიდეთ ტროტუარზე ან თუ გნებავთ, შეგიძლიათ შეეფაროთ ყოფილი სასტუმრო -"საქართველოს" გადმოხურულ ფანჩატურს. მართლა, რატომ დგახართ? გზა რატომ დაკეტეთ? ვინმე მიპასუხებს? პოლიციელთა მხრიდან ვინმემ შეიძლება გვიპასუხოს, რატომ გაქვთ დაკეტილი ეს გზა? რა ხდება, კაცო, ხმა მაინც ამოიღეთ! ჩვენ რომ ვაპროტესტებთ, ვამბობთ ხოლმე რას ვაპროტესტებთ და თქვენ რას აპროტესტებთ? ხომ უნდა თქვათ, რას აკეთებთ? რატომ დგახართ? როგორც თქვენი უფროსები მოკალათდნენ მანქანებში, მაშინ თქვენც ჩასხედით მანქანებში, რატომ იყინავთ თავს?
თუ რამე გაქვთ სათქმელი ხალხისთვის, თუ რამე პროტესტს გამოხატავთ, ჩვენ ხელს არ შეგიშლით, არც დაგშლით, არც არაფერი. ილაპარაკეთ, მაგრამ იქნებ ჩვენ გაგვატაროთ მელიქიშვილზე. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? თქვენ თავად ხომ ხვდებით, რომ აბსურდულ სიტუაციაში გაგდებენ თქვენი ხელმძღვანელები?", — განაცხადა ვაშაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები