სტუდენტების პროტესტის ენა — სიმამაცის 5 მაგალითი
ფოტო: Georgian Journal
მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტები გადამწყვეტ როლს ხშირად თამაშობენ, როცა თავისუფლებასა და იდენტობას ემუქრება საფრთხე. საქართველოს და მსოფლიო ისტორია სავსეა სტუდენტების უდრეკი ბრძოლის მაგალითებით.
მოდი, გავიხსენოთ 5 სტუდენტური პროტესტი მსოფლიო ისტორიიდან, რომლებიც სიმამაცისა და უტეხობის სიმბოლოდ იქცნენ!
1. გრინსბოროს მჯდომარე აქცია (ამერიკა, 1960 წელი)
ფოტო: On.ge
1960 წლის თებერვალში, ჩრდილოეთ კაროლინაში ერთ-ერთი კოლეჯის ოთხმა აფროამერიკელმა სტუდენტმა პროტესტის ნიშნად Woolworth-ის სასადილოში მჯდომარე აქცია დაიწყო, რომელიც მოგვიანებით მთელს ქვეყანაში გავრცელდა და ამერიკის სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. სტუდენტებმა, რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ არაძალადობრივი პროტესტის ამ ფორმას მიმართეს, რადგან სასადილოში კანის ფერის გამო მომსახურებაზე უარი უთხრეს. საბოლოოდ, პროტესტმა შედეგი გამოიღო და Woolworth-ის სასადილოში აფროამერიკელ სტუდენტებს ლანჩი მიართვეს. პროტესტებმა აშშ-ს მასშტაბით საჯარო დაწესებულებების დესეგრეგაციასა და 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის მიღებას შეუწყო ხელი.
2. მოძრაობა თეთრი ვარდი (გერმანია, 1942-1943 წლები)
ფოტო: weisse rose stiftung
თეთრი ვარდი ანტი-ნაცისტური წინააღმდეგობის ჯგუფი იყო, რომელიც ჩამოყალიბდა მიუნხენში 1942 წელს და მას სტუდენტები ხელმძღვანელობდნენ. ისინი ავრცელებდნენ ბროშურებს, რომლებიც მოუწოდებდნენ გერმანელებს ჰიტლერის რეჟიმისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ. ცდილობდნენ მოსახლეობისთვის ჰოლოკოსტის სისასტიკე ეჩვენებინათ. მიუხედავად მოძრაობის დამფუძნებლების სიკვდილით დასჯისა, მათი დაწყებული პროცესი იყო ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აქტი და თეთრი ვარდის წევრების გამბედაობამ მომავალი თაობები შთააგონა.
3. სოუეტოს აჯანყება (სამხრეთ აფრიკა, 1976 წელი)
ფოტო: peoples dispatch
1976 წლის 16 ივნისს სიუეტოში სტუდენტური საპროტესტო აქციების სერია დაიწყო. სტუდენტები აპროტესტებდნენ აპართეიდის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც მათ განათლების სრულფასოვანი მიღების საშუალებას არ აძლევდა. აჯანყებამ აპართეიდის სისტემაზე გლობალური ყურადღება მიაპყრო და გაზარდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ზეწოლა სამხრეთ აფრიკის მთავრობაზე. ამან საფუძველი ჩაუყარა და ერთგვარი კატალიზატორი იყო შემდგომი წინააღმდეგობის მოძრაობებისთვის, რასაც საბოლოოდ აპართეიდის რეჟიმის დამხობა მოჰყვა.
4. ხავერდოვანი რევოლუცია (ჩეხეთი, 1989 წელი)
ფოტო: on.ge
ხავერდოვანი რევოლუცია იყო მშვიდობიანი სტუდენტური აჯანყება, რომელიც 1989 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ჩეხოსლოვაკიაში მოხდა. 17 ნოემბერს სტუდენტური დემონსტრაციის ძალადობრივად ჩახშობის შემდეგ, ჩეხმა სტუდენტებმა კომუნისტური რეჟიმი გააპროტესტეს. პროტესტი ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდა და პოლიტიკური რეფორმების, ერთპარტიული მმართველობის შეწყვეტისა და ჩეხეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პოლიციასთან დაპირისპირებების მიუხედავად რევოლუციამ ძირითადად უსისხლოდ ჩაიარა. სწორედ ამის გამო მას ხავერდოვანი რევოლუცია დაერქვა.
5. ახალგაზრდების პროტესტი ტაილანდში (2010-იანი წლებიდან დღემდე)
ფოტო: Global Voices
ბოლო წლებში ტაილანდში სისტემის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს სტუდენტები ხელმძღვანელობენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო გამოსვლები 2020 წელს დაიწყო. სტუდენტებმა მონარქს რეფორმებისკენ მოუწოდეს, ითხოვდნენ ახალ კონსტიტუციასა და პრემიერ მინისტრ პრაიუტ ჩან-ო-ჩას გადადგომას. მოძრაობამ მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, რამაც მონარქს გარკვეულ დათმობებზე წასვლისკენ უბიძგა. პროტესტებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტაილანდში პოლიტიკურ დისკურსზე და ქვეყანაში აქტიურობის ახალი ტალღა გააჩინა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები