მამუკა ხაზარაძე: 4 კოალიციისგან უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი და გაიგზავნონ ყველა იმ დედაქალაქში, სადაც საკითხები წყდება
უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი აქციები და უნდა შეიქმნას, პირობითი სახელი დავარქვათ — "ალტერნატიული პარლამენტი" იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არიან არჩეულები ოპოზიციის მხრიდან, — ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 4 კოალიციიდან უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი და გამარჯვებული ხალხის სახელით სასწრაფოდ გაიგზავნონ ყველა იმ დედაქალაქში, სადაც საკითხები წყდება.
"გუშინ გავაჟღერეთ იდეა, მქონდა პრეზიდენტთანაც შეხვედრა. მარტო ქუჩის აქციები, რომელიც ძალიან აუცილებელია და უნდა გაგრძელდეს, არაა გამოსავალი, გვჭირდება სისტემური მუშაობა, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა კოალიციაში, გვჭირდება ურთიერთკოორდინაცია და გვჭირდება ალტერნატიული სიმძიმის პოლიტიკური ცენტრის დაფიქსირება, სადაც პრეზიდენტი იქნება წამყვანი ფიგურა, მის გარშემო უნდა მოხდეს ეს ყველაფერი.
შეთავაზება ძლიერი საქართველოსი არის ძალიან კონკრეტული. პირველი: უნდა გაგრძელდე მშვიდობიანი აქციები. არავის მივცემთ უფლებას, რომ ბავშვები დაარბიოს. ნებისმიერი სახელმწიფო უნდა იცავდეს წესრიგს, მაგრამ უსამართლობაზე დაფუძნებული წესრიგი არ არსებობს, მოპარული ხმებზე დაფუძნებული წესრიგი არ არსებობს.
მეორე: უნდა შეიქმნას, პირობითი სახელი დავარქვათ — ალტერნატიული ცენტრი, ალტერნატიული პარლამენტი იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არიან არჩეულები ოპოზიციის მხრიდან. პრეზიდენტი უნდა იყოს ამის სათავეში, 4 კოალიციიდან უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, ყველა კოალიციას ჰყავს ყოფილი დიპლომატები და ელჩები და სასწრაფოდ გაიგზავნონ იმ ქალაქებში, სადაც პროცესები წყდება", — განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი ახლა ახალგაზრდების გვერდით დგომაა. მისი თქმით, თუ მათ გვერდით არ დავდექით, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს“.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები