დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა
ფოტო: OC-Media
სადამკვირვებლო ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლება ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა. რამაც, მათი განმარტებით, შეზღუდა საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების კანონიერი უფლება, შესაძლებლობა მიეღოთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
ორგანიზაციამ ჩემი ხმა, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, გამოაქვეყნა კრიტიკული ანგარიში ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ორგანიზებული კენჭისყრის პროცესის შესახებ და მას "სრულიად შეუსაბამო" უწოდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნოდ ხელისუფლებამ ამომრჩეველს საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე გადაულახავი და გაუმართლებელი ბარიერები შეუქმნა. მათი ინფორმაციით, პრობლემები იყო როგორც რეგისტრაციის პროცესში, ასევე კენჭისყრის დღეს, რამაც საქართველოს ათასობით მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეზღუდა.
ჩემმა ხმამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო საკმარისი და სათანადო ადგილები და სათანადოდ მომზადებული პერსონალის ადეკვატური რაოდენობა საზღვარგარეთ კენჭისყრის უბნებში, რის შედეგადაც წარმოიქმნა გრძელი რიგები და ზოგიერთმა ამომრჩეველმა, მიუხედავად იმისა, რომ რიგს საათობით ელოდა, ვერ მოახერხა ხმის მიცემას .
ანგარიშში მაგალითად მოყვანილია რომის 64-ე საარჩევნო უბანი, სადაც მცირე სივრცემ ქაოსი გამოიწვია. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა სხვადასხვა უბნებზე პარიზში, მადრიდში, ბარსელონაში, ფრანკფურტში, ბერლინსა და პრაღაში.
ჩემმა ხმამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა ოთხი საარჩევნო უბანი ნიუ-იორკში, სადაც ამომრჩევლები იძულებულნი ხდებოდნენ გრძელ რიგებში მდგარიყვნენ გარეთ, სიცივეში, საზოგადოებრივ ტუალეტებზე წვდომის გარეშე. ანგარიშის მიხედვით, უბნებში ცუდი ვენტილაცია ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემისა და დამკვირვებელთათვის პროცესის ეფექტური მონიტორინგისთვის გამოწვევას ქმნიდა.
არჩევნების შემდეგ, ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ნათია სარალიძემ OC Media-ს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არანაირი პრობლემა არ ჰქონდა საკონსულოში სპეციალურ სიაში რეგისტრაციისას, უბანზე კენჭისყრის პროცესში ბევრ პრობლემას წააწყდა.
"იყო მხოლოდ სამი გამოუცდელი რეგისტრატორი და ორი ხმის მიცემის კაბინა, რომელთაგან ერთი გატეხილი იყო და არ გამოიყენებოდა. ოთახი [საარჩევნო უბნის] იყო 10 კვადრატული მეტრი. არ იყო ვენტილაცია. ოთხივე საარჩევნო უბანი [ნიუ-იორკში] ერთ კორპუსში იყო განთავსებული, რიგს არავინ მართავდა. პოლიციას თავდაპირველად არ აცნობეს ხალხის დიდი რაოდენობის შესახებ, მოგვიანებით კი მათ მოუწიათ ბარიკადების გამართვა და ქუჩების დაკეტვა. ყველას 5-6 საათი მაინც მოგვიწია რიგში ლოდინი", — განუცხადა სარალიძემ OC Media — ს.
ჩემი ხმა ასევე ამტკიცებდა, რომ ათენის 38-ე საარჩევნო უბნის ოფიციალურმა პირებმა მათ დამკვირვებელს ჯერ შესვლა აუკრძალეს, მოგვიანებით კი ორგანიზაციას პროცესის დოკუმენტირებაც შეუზღუდეს, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კი ორგანიზაცია ჩემი ხმის საჩივრის დარეგისტრირებაზეც კი უარი თქვა.
ჩემი ხმის ინფორმაციით, საზღვარგარეთ ქართველებისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე ყოველ 1500 ამომრჩეველზე მხოლოდ ერთი ხმის მიცემის ჯიხური და ერთი რეგისტრატორი იყო, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია რეკომენდებულ კოეფიციენტზე. როგორც წესი, 500 ამომრჩეველზე გათვალისწინებულია ერთი კაბინა და 300 ამომრჩეველზე — ერთი ოფიცერი.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ზოგიერთი საარჩევნო უბანი საფრთხეს უქმნიდა ხმის მიცემის საიდუმლოებას, დასახელებულია საეჭვო კენჭისყრის კაბინები, ხოლო ტალინში, ბარსელონაში, ფრანკფურტში, რიგაში, ჰელსინკიში, პრაღასა და ბრიუსელში საარჩევნო უბნების შემთხვევაში, პრობლემა იყო კონსულების უფლებამოსილების საკითხი.
თავისი დამკვირვებლების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ კენჭისყრის პროცესის მონიტორინგზე დაყრდნობით, ჩემმა ხმამ განაცხადა, რომ ბევრი ამომრჩეველი საკუთარ თავს — მილანის, ბერლინის, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, ლონდონის, რომის, მადრიდის, სტამბოლისა და ვენის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სიებში ვერ პოულობდა. გარდა ამისა, შტუტგარტში, ფრანკფურტსა და რომში ხმის მისაცემად რეგისტრირებული ზოგიერთი ამომრჩეველი შეცდომით სხვა ქალაქების ამომრჩეველთა სიებში იყო შეყვანილი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათთვის "აუხსნელი იყო, თუ როგორ მოხვდნენ სხვა საარჩევნო ოლქების სიებში".
ჩემმა ხმამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცესკომ თავდაპირველად ამომრჩეველთა სიიდან იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და ის ამომრჩევლები ამოიღო, ვისი სარეგისტრაციო მისამართებიც გაურკვეველი იყო. სიაში დაბრუნება მხოლოდ ამომრჩევლების მიერ გაპროტესტებით იყო შესაძლებელი. სადამკვირვებლო ჯგუფმა ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელმაც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდაზე მოთხოვნის მიუხედავად, უარი განაცხადა.
26 სექტემბერს, კენჭისყრამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 42 ქვეყანაში მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ განაცხადა. ამ რაოდენობას მოგვიანებით შვიდი უბანი დაემატა. ცესკომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ქართული დიასპორის პეტიციებისა და კამპანიების მიუხედავად, რომლებიც ცდილობდნენ თავადაც დარეგისტრირებულიყვნენ და თანამემამულეთა მობილიზება მოეხდინათ არჩევნებზე.
ამომრჩევლები, რომლებმაც ვერ შეძლეს სიშორის გამო უბნებზე მისვლა, არჩევნებში ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩნენ", — ასკვნის ჩემი ხმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები