პრემიუმ ბრენდების საავტომობილო ფილტრები თეგეტა მოტორსში
ფოტო: თეგეტა
ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, პერიოდულად შეიცვალოს ზეთის, ძრავის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფილტრი იყოს მაღალი ხარისხის, რათა სრულყოფილად შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის ზეთის ფილტრი, რომელიც ავტომობილში ზეთთან ერთად იცვლება. რაც უნდა კარგი ხარისხის ზეთი ჩავასხათ ავტომობილში, უხარისხო ფილტრმა შესაძლოა, ძრავის დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ზეთის ფილტრი იყოს მაღალი ხარისხის. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და ამერიკული წარმოების პრემიუმ ხარისხის ფილტრების ფართო არჩევანს.
ფოტო: თეგეტა
კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პრემიუმ ბრენდების ფილტრებს ევროპიდან და ამერიკიდან. ექსკლუზიურად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებშია წარმოდგენილი Hengst-ისა და Mann Hummel-ის უმაღლესი ხარისხის ფილტრები, რომლებიც ძრავის ეფექტიან მუშაობას უწყობს ხელს, განსხვავებით ბაზარზე არსებული ჩინური ფილტრებისგან, რომელთაც მიმზიდველი ფასი აქვს, მაგრამ შედარებით დაბალი ხარისხის აგრეგატებით მზადდება და ისე ეფექტიანად ვერ ფუნქციონირებს.
ამას გარდა, თეგეტაში შედარებით ბიუჯეტური, თუმცა ხარისხიანი ფილტრების შეძენაც შეგიძლიათ, რომელსაც პოლონური Filtron აწარმოებს. ამ ბრენდთან თეგეტა წლებია, თანამშრომლობს და ერთ-ერთი მოთხოვნადი ბრენდია. რაც შეეხება კიდევ ერთ პრემიუმ ბრენდს, ეს არის ამერიკული Fleetguard, რომელიც ძალიან ძლიერია სატვირთო და სპეცდანიშნულების ტექნიკის ფილტრების მიმართულებით“.
ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ძრავის ჰაერის ფილტრი. მისი შეცვლა რეკომენდებულია ზეთის ყოველი მეორე შეცვლისას, თუმცა, თუ ზეთის ყოველ შეცვლაზე ეს ფილტრიც შეიცვლება, ავტომობილის ძრავის ხანგრძლივად მუშაობას შეუწყობს ხელს.
კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი: „ჰაერის ფილტრის ფუნქციაა, ძრავა დაიცვას ჰაერში არსებული უწვრილესი ნაწილაკებისგან, რადგან, თუ ისინი ძრავაში მოხვდება, სისტემას დააზიანებს. სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ავტომობილი ბენზინის ძრავაზე მუშაობს, დიზელისა თუ ჰიბრიდულზე, ამ ფილტრის დროულად გამოცვლა მნიშვნელოვანია ძრავის ეფექტიანად მუშაობისთვის. ამასთანავე, ეს ფილტრი გავლენას ახდენს საწვავის მოხმარებაზე. რაც უფრო მალე გამოიცვლება, მით მეტად ეფექტიანი იქნება საწვავის მოხმარება. დიდი მნიშვნელობა აქვს ფილტრის ხარისხსაც, რადგან ეს პროდუქტი მზადდება ქაღალდისგან და თუ დაბალი ხარისხის მასალაა გამოყენებული, შესაძლოა, ვერ უზრუნველყოს იმდენი ჰაერის გატარება-გაფილტვრა, რამდენიც ძრავას სჭირდება“.
ძრავის გამართულად მუშაობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საწვავის ფილტრი, რომელიც ზეთის ყოველი მეორე შეცვლისას უნდა შეიცვალოს იმ ავტომობილებში, რომლებსაც ეს ფილტრი ეცვლება. დიზელზე მომუშავე ავტომობილების ძირითად ნაწილს საწვავის ფილტრი ეცვლება, ბენზინისძრავიანი მანქანების უმრავლესობას კი საწვავის ფილტრი ავზში აქვს განთავსებული და იცვლება მხოლოდ ბენზინის ტუმბოსთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში. ის ფილტრავს საწვავს, რაც პირდაპირ კავშირშია ძრავის ეფექტიან მუშაობასთან. ამასთანავე, თუ ეს ფილტრი კარგად არ ფუნქციონირებს, ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს.
რაც შეეხება სალონის ფილტრს, მისი ეფექტიანი მუშაობა დაკავშირებულია მგზავრის კომფორტთან და ჯანმრთელობასთან, რადგან ფილტრავს სალონში შემოსულ ჰაერს. იმისათვის, რომ ავტომობილით მგზავრობისას არ შეგვაწუხოს გამონაბოლქვის სუნმა და თამამად ჩავრთოთ გათბობა/გაგრილების სისტემა, მნიშვნელოვანია, გვეყენოს სალონის ხარისხიანი ფილტრი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიული ადამიანებისთვის. სალონის ფილტრი უნდა შეიცვალოს სეზონურად, როდესაც მძღოლები აქტიურად იწყებენ გათბობა-გაგრილების სისტემის გამოყენებას. შეცვლა რეკომენდებულია გვიან შემოდგომაზე და ზამთრის წინა პერიოდში.
„თეგეტა მოტორსში“ უმაღლესი ხარისხის ფილტრების შეძენა შესაძლებელია როგორც ფილიალებში, ისე ონლაინ შოპზე და მათ კვალიფიციური მექანიკოსები უსასყიდლოდ შეგიცვლიან.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები