შალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას დღის წესრიგშია პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში დღის წესრიგში ასევე იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
"როგორც მოგეხსენებათ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ასევე, მოგეხსენებათ და ჩანს საჯაროდ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, 12:00 საათზე. ცესკო-მ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ცესკო-ს მიერ უკვე არის გამზადებული არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, ამიტომ ყველა არჩეულმა წევრმა ეს დროებითი მანდატი ცესკო-სგან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს, 11:00- საათიდან დაიწყება წერილობითი რეგისტრაცია. პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახალარჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება, ხოლო 12:00 საათზე დაიწყება ახალარჩეული პარლამენტის სხდომა, რომელსაც წარუძღვება მისი უხუცესი წევრი ლადო კახაძე. დღის წესრიგის პირველი საკითხი არის უფლებამოსილების ცნობა. ცესკო-ს თავმჯდომარეცაა ჩართული ამ პროცესში. მისი მოხსენების შემდეგ მოხდება პარლამენტის მხრიდან პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, რის შემდეგაც უკვე ყალიბდება ფრაქციები, ეს მოხდება შესვენების დროს. შესვენების შემდეგ უკვე ხდება პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურის და შემდეგ არჩევა. შემდეგ კვლავ ცხადდება შესვენება, რომლის დროსაც ხდება კომიტეტების ჩამოყალიბება და ამის შემდეგ ხელახალ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა. შესაბამისად, პირველ სხდომაზე გვექნება სამი ძირითადი საკითხი: პარლამენტისა და მისი წევრების უფლებამოსილების ცნობა, თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.
კვირის განმავლობაში დღის წესრიგში ასევე იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად. შესაბამისად, მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, თარიღის ჩანიშვნის შემდეგ უკვე ცესკო ერთვება პროცესში, რომელიც ატარებს ამ არჩევნებს. თარიღის დანიშვნის შემდეგ, ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება, ამ 300 წევრში არის პარლამენტის 150-ვე წევრი, ხოლო მეორე ნახევარი ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოცი წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან, დანარჩენი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021 წელს არჩევნებში მიღებული პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც ადგენს ცესკო", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები