პროტესტების მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ — 23 NGO ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები „მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლის, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და მოსყიდვის დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით ჩატარდა და „ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა”. NGO-ები წერენ, რომ ძალაუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია, მათი სამოქმედო გეგმა საპროტესტო აქციებზე დგომაა და პროტესტების მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ.
"რას მივაღწიეთ:
სადამკვირვებლო მისიებმა და სამოქალაქო დამკვირვებლებმა შეძლეს მტკიცებულებების მოპოვება. ჩვენ ვიდავეთ საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოში და გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. ამ პროცესში მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს ხელისუფლების რეალური სახის კიდევ ერთხელ წარმოჩენა. სწორედ ის ფაქტი, რომ არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა ამ არჩევნების ლეგიტიმაციას დამატებით კითხვის ნიშნებს სძენს.
რომ არა მოქალაქეების მობილიზაცია და მაღალი აქტიურობა არჩევნების დღეს, რომლებმაც საკუთარი სამსახურის, სოციალური დახმარების, უსაფრთხოების დაკარგვის რისკის ფასად საქართველოს ევროპულ მომავალს მისცეს ხმა, ხელისუფლება უფრო მეტ ხმას გააყალბებდა და დაანონსებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას “გაიფორმებდნენ”. ამიტომ, ჩვენ აქტიურობას და არჩევნებში მონაწილეობას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა;
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ვერ გაიმარჯვეს პრორუსულმა ძალებმა. ეს ყველაზე კარგად უწყის “ქართულმა ოცნებამ”. უპრეცედენტო დეზინფორმაციის, ზეწოლისა და კონტროლის მიუხედავად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აირჩია საქართველოს ევროპული გზა და უარი უთხრა საქართველოს რუსეთში ინტეგრაციას.
„ქართული ოცნება” ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას ვერც საერთაშორისო პარტნიორების და ვერც საკუთარ მოქალაქეების თვალში ახერხებს. ყოველივე ეს სწორედ სამოქალაქო დაკვირვების და მედიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დამსახურებაა. ქართულმა ოცნებამ "გამარჯვებაც" კი ვერ იზეიმა;
დემოკრატიულ სამყაროს ქართული ოცნებისთვის გამარჯვება არ მიულოცია. ისინი არ აღიარებენ არჩევნებს, როგორც თავისუფალს და სამართლიანს;
არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში დაიწყო სხვადასხვა ჯგუფებს შორის კოორდინაციის პროცესები. მოხდა შეთანხმება საერთო მოთხოვნაზე, კერძოდ, დაინიშნოს ხელახალი თავისუფალი არჩევნები.
რა უნდა გავაკეთოთ:
ჩვენი ყველას მიზანი ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მიღწევაა. ამ მიზანზე შეთანხმება აუცილებელია საზოგადოების ყველა ჯგუფს შორის.
ძალაუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან, “ე.წ. ხელისუფლებასთან” თანამშრომლობაზე უარის თქმა ყველა ფორმატში.
უნდა მოხდეს საერთაშორისო იზოლაცია იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც ხელისუფლება კრიმინალის გზით მოიპოვა; ამისთვის უნდა გაგრძელდეს მუშაობა საერთაშორისო არაღიარების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად;
სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას ევროკავშირის ტექნიკურ მისიას მივაწოდოთ საარჩევნო დარღვევების დოკუმენტირებული მტკიცებულებები, შევახვედროთ მოწმეები.
საერთაშორისო საზოგადოებას მნიშვნელოვანია ეცნობოს იმ პირთა ვინაობა, ვინც ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებებს ასრულებდა არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზოგადოებამ კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმ პირთა წინააღმდეგ ვინც ივანიშვილს არჩევნების გაყალბებასა და გაყალბების სქემების განხორციელებაში ეხმარებოდა.
აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია და ერთიანი მოთხოვნის კომუნიკაცია არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის და ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან.
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში;
მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაცია. პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საკუთარი კონტაქტების გამოყენებით საერთაშორისო ზეწოლის და მოთხოვნების გასაძლიერებლად. მივესალმებით 18 ნოემბერს პრეზიდენტის მხრიდან მოვლენების განვითარების საკუთარი ხედვის წარმოდგენას.
აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა და მობილიზაცია. მშვიდობიანი მასობრივი მობილიზაცია და პროტესტების მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ;
"მოქალაქეებო, ჩვენი სამოქმედო გეგმა არის ამ საპროტესტო აქციებზე დგომა. ეს არის ყველაზე დიდი საქმე, რასაც გავაკეთებთ. ხალხს დანაშაულებრივად წაგვართვეს ძალაუფლება, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ კონსტიტუციური უფლებები, აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი.
უნდა გვახსოვდეს ის, რომ როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება. არავინ იბრძოლებს ჩვენს ნაცვლად, მაგრამ ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, თუ ჩვენ არ შევეგუებით მიტაცებულ არჩევნებს და მოპარულ ევროპულ მომავალს. მხოლოდ საერთო ეროვნული შეურიგებლობა და კოორდინაცია ყველა ჯგუფს შორის არის გზა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ხელახალ არჩევნებამდე. და ამას ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ჩვენი ერთიანობით, შეურიგებლობით და სამართლიანი პროტესტით!", – ნათქვამია NGO-ების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;
საქართველოს ევროპული ორბიტა;
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
პრევენცია პროგრესისთვის;
დაქალი.Daqali;
საფარი;
საეას იმერეთის წარმომადგენლობა;
დემოკრატიის მცველები;
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;
ყვარლის ევროკლუბი;
ღია სივრცე კავკასია;
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი;
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;
პროაქტივ ჯგუფი საქართველო;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
ევროპის ფონდი;
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT;
პროგრესის სახლი;
პრევენცია პროგრესისთვის.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები