ელენე ხოშტარია

23 Nov. 2024, 18:51

"ხვალ საღამოს, 21:00 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ერთად ვიყოთ და მოვემზადოთ 25 რიცხვისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სადაც და როგორც არ უნდა შეიკრიბონ, „ქართული ოცნება“ არის მარტო. დარჩებიან მარტო, იქ არცერთი დიპლომატი და პოლიტიკოსი არ იქნება, ისინი სრულ იზოლაციაში იქნებიან. ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ მათი შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას, არ ვაღიარებთ და არ ვიღებთ!

ჩვენ ვართ ბევრად მეტნი, ამიტომ მნიშვნელოვანია მანქანებითა და ფეხით მსვლელობა, ღამე დარჩენა და 25 რიცხვში იმის თქმა, რომ საქართველო არის ეს და არა იქ შეკრებილი თვითმარქვია რაღაც პატარა ჯგუფი".

ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…