მამუკა ხაზარაძე

24 Nov. 2024, 18:20

"ჩვენ ყველა აქციაში ვიღებთ მონაწილეობას. ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, მოტყუებისგან შეურაცხყოფილი ხალხის ნება არსად წასულა. ჩვენ მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ არანაირი ნიჰილიზმი, ხელების ჩამოყრა. ქართველი ხალხის ხელში აუცილებლად იქნება გამარჯვება. ამ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ ხავსმოკიდებული ტყუილი და საბჭოთა მენტალიტეტი. ახალი არჩევნები უნდა იყოს მოპოვებული. ამას მოვიპოვებთ როგორც ქუჩაში, ისე სხვა მექანიზმებით, რაც გითხარით.

დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ვისაც მომავალი წაართვეს. ხვალ 9:00 საათზე ყველა უნდა ვიყოთ აქ. დღეს საღამოს ყველა ვიკრიბებით პარლამენტის გარშემო. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ქალების მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია მათ პროტესტი და აქტიურობა. ერთიანობა და სიმტკიცე! ერთი წამით არანაირი ნიჰილიზმი! გამარჯვება ქართველი ხალხის ხელშია. ჩვენ ვართ მართლები, მომავალი მოგვპარეს და დავიბრუნებთ პროტესტით, აკადემიური მუშაობით, საერთაშორისო ურთიერთობებით."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…