თეგეტას მხარდაჭერით მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ფოტო: თეგეტა
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა უკვე მესამედ გაიმართა. წელს ღონისძიების მხარდამჭერი თეგეტა ჰოლდინგი გახდა, რომლისთვისაც ქალთა გაძლიერება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ფოტო: თეგეტა
გამოფენაში მონაწილეობა 145 მეწარმე ქალმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლტოლვილები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათ ღონისძიების სტუმრებს საკუთარი ნაწარმი — საკვები, ღვინო და სხვა სასმელები, საჩუქრები, სათამაშოები და აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები და დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები, საახალწლო სუვენირები და სხვა სადღესასწაულო პროდუქცია წარუდგინეს. მსურველებს მათი შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “თეგეტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ქალთა გაძლიერებაზე აქტიურად ზრუნავს. გვჯერა, რომ ამ მიმართულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ძლიერი ქალები ხელს უწყობენ ოჯახებისა და თემების კეთილდღეობასა და პროდუქტიულობას, ასევე, შემდეგი თაობის სამომავლო პერსპექტივის გაუმჯობესებას. თანასწორობისა და მდგრადი ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესია, აღმოიფხვრას განსხვავება, რომელიც დასაქმების ბაზარზე კაცებსა და ქალებს შორის არსებობს. კომპანია ცდილობს შესაბამისი პოლიტიკის შექმნითა და აქტივობების მხარდამჭერით ამ გამოწვევის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, მოხარულები ვართ, რომ შევუერთდით გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ მეწარმე ქალთა გამოფენა-გაყიდვას“.
ფოტო: თეგეტ
საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას პავილიონში მწვანე და მდგრადი ბიზნესებისთვის ცალკე კუთხეც გამოიყო, რომელმაც გააერთიანა პროდუქტები, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციაც შეეძინათ. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყო გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. გაიმართა მასტერკლასები, რომლებმაც ვიზიტორებს საშუალება მისცა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, საახალწლო ნივთები თავადვე დაემზადებინათ.
ფოტო: თეგეტა
კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში: “ჩვენთვის ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა არ არის მხოლოდ ცალკეული ღონისძიება. ექსპო - ეს არის პლატფორმა, სადაც მრავალი დაინტერესებული მხარე ერთად მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ქალთა სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებისთვის. კერძო სექტორის როლი მხარი დაუჭიროს ქალ მეწარმეებს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვაფასებთ კერძო სექტორის მხრიდან მუდმივ თანამშრომლობას და საერთო ღირებულებებისთვის ერთობლივ მუშაობას“.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში სპეციალური მასტერკლასებიც გაიმართა, რომლებზეც მეწარმე ქალები გაეცნენ ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მდგრადი ბიზნესის სპეციფიკას, ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებსა და ელექტრონული კომერციის უპირატესობებს. გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციას.
გამოფენის გახსნას ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენელი კავკასიაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულების ხელმძღვანელი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Zeekr, Geely. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები