ბადრი ჯაფარიძე

25 Nov. 2024, 13:33

"პაპუაშვილი იმას ამბობს, რასაც უბრძანებს ქართული ოცნების დამფუძნებელი ან მისი ქვეშევრდომი. პაპუაშვილი ჩქარობს, რომ გააგრძელოს არალეგიტიმური ნაბიჯები. ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს იგივე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არალეგიტიმური იქნება. პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება. ეს გზა აირჩია ქართულმა ოცნებამ და ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მშვიდობიანი მანიფესტაცია, არაღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარ დესტრუქციულ საქმიანობას, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ საქმიანობას. ეს დემონსტრაციები მუდმივი იქნება. მშვიდობიანი წინააღმდეგობა ერთადერთი სწორი პასუხია ასეთ უმსგავსობაზე, რასაც ვაკვირდები. ოთხმა კოალიციურმა ცენტრმა უნდა შექმნას ერთობლივი ფორმატი, რომელიც იქნება ამ თავყრილობის ალტერნატივა, რაც ქართულმა ოცნებამ პარლამენტის შენობაში შექმნა.

პაპუაშვილს ნაკლებად ვუსმენ, მისი განცხადებების კომენტარზე თავს შევიკავებ. ოთხივე კოალიციური ცენტრი ცალსახად აცხადებს, რომ არ აპირებს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, რათა არალეგიტიმური თავყრილობაა. ამ კოალიციური ცენტრების გადაწყვეტილებაში არანაირი ცვლილება არ არის მოსალოდნელი. რაც არ უნდა იღლიცინოს პაპუაშვილმა, ეს ვითარებას არ შეცვლის. არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…