ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

25 Nov. 2024, 18:42

"მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე ცოტა ადრეა ამ დეტალებსა და კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი არის უპირობო სანდოობა და ერთგულება ამ ადამიანის. ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს ერთგულება ქვეყნის მიმართ.

სამწუხაროდ, ჩვენ რაც სალომე ზურაბიშვილზე ვნახეთ და გამოვცადეთ, იყო ის, რომ ამ ადამიანს არ უყვარს თავისი სამშობლო და ყველაზე ცუდი სახით დაგვანახა საკუთარი თავი, რასაც აკეთებდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ ვნებდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, რა თქმა უნდა, კანდიდატურა იქნება შერჩეული საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი, ადამიანი, რომელსაც გააჩნია ერთგულება და სანდოობა ქვეყნის მიმართ და რომელიც ღირსეულად ატარებს ამ პოზიციას, ესაა ძალიან ზოგადი მონახაზი. მე, როგორც ამ პროცესის ერთ მონაწილეს, ამ 300-ს ადამიანს შორის ერთ-ერთს, ვინც ხმა უნდა მივცე კანდიდატს, ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებ.

14 დეკემბრამდე უნდა იყოს არჩეული ახალი პრეზიდენტი, შესაბამისად, ხვალ უკვე ჩვენ გვეცოდინება, როდის ჩაინიშნება კონკრეტული თარიღი. ამ არჩევის თარიღამდე, გარკვეული პერიოდით ადრე, უკვე იქნება საგანგებო განცხადება, სადაც საზოგადოებას ვამცნობთ იმ არჩევანს, რომელზეც შეჯერდა ქართული ოცნება. საინტერესო პოლიტიკური დღის წესრიგი გველოდება, დეკემბერი დატვირთული იქნება."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…