სალომე ზურაბიშვილი

25 Nov. 2024, 19:01


მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და უნდა ყველას გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია.

ძალიან მეცოდებიან.

მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია, მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომელიც დღეს იჯდა გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ მათ არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნია.

მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები, რომლებიც ნამდვილად სამარცხვინოა, რომელიც შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორეს მისალმების თუ დაჩოქების.

სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს, არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, ძალიან მალე, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის.

თუ რამეს ვხედავთ, თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის.

ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არაა, რომ მაინცდამაინც ყოველდღე ვიდგეთ სადმე, ჩვენი მთავარი მოვალეობაა მომზადება და ამისთვის თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად არ არიან მზად, რომ მიატოვონ საქართველო და იმედი გვქონდეს იმისი, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად.

და მე, როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე ყოველჯერ, გეტყვით წინასწარ, გეტყვით, რისთვის მივდივარ, გეტყვით, ვის ვხვდები და რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები, ეს უკვე გითხარით და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…