კადიროვის მკვლელობის მცდელობის შესახებ ჭორების გავრცელება დაღესტნელმა ყოფილმა დეპუტატმა დაუკვეთა
ფოტო: oc-media
ორი პირის მიერ ჩაწერილი ვიდეოს მიხედვით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის სავარაუდო მკვლელობის მცდელობის შესახებ გავრცელებული ჭორების ავტორად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დაღესტნელი მაგომედ გაჯიევია.
გაჯიევი, რომელიც რუსეთში "უცხოურ აგენტადაა" აღიარებული, დასახელდა პირად, რომელმაც ხალხს კადიროვის მკვლელობის მცდელობის შესახებ ჭორების გავრცელება დაუკვეთა.
რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებa RIA-ს ცნობით, ის თავის ორ თანამემამულეს ჭორის გავრცელებისთვის 2,5 მილიონ დოლარს დაჰპირდა.
9 ოქტომბერს ჩეჩნეთის მეთაურებთან და უშიშროების ძალების ლიდერებთან შეხვედრაზე კადიროვმა, რომელიც ჩეჩნურ ენაზე საუბრობდა, განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მისი სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ თუ სამი რუსი დეპუტატი – დაღესტანის ფედერაციის საბჭოს სენატორი სულეიმან ქერიმოვი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ბეკხან ბარახოევი და რიზვან ყურბანოვი არ დაამტკიცებდნენ, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ამ შეთქმულებაში, ის მათ წინააღმდეგ ოფიციალურად გამოაცხადებda ე.წ. "სისხლის შუღლს".
კარიმოვის მსგავსად, ყურბანოვიც დაღესტნელია, ხოლო ბარახოევი ინგუშეთიდანაა.
კადიროვმა სავარაუდო მკვლელობის შეთქმულება რუსეთის ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიის, Wildberries-ის მოსკოვის ოფისში 18 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს დაუკავშირა.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ 45-წამიან ვიდეოში ორი მამაკაცი, რომლებიც RIA-ს მიერ იდენტიფიცირებული არიან, როგორც აბდულა მამადიბიროვი და მურად გოშდადოვი არ ასახელებენ ყოფილი დეპუტატის სრულ სახელს და მას მოიხსენიებენ, როგორც "მაგა". ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცების მიმართვის ობიექტი გაჯიევია. ვიდეოში მამაკაცებს სახელები და სტატუსი არაა მითითებული.
გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, მამადიბიროვი და გოშდადოვი აცხადებდნენ, რომ კადიროვის მკვლელობის მცდელობის მომზადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით გაჯიევთან შეთანხმების ნაწილი შეასრულეს, თუმცა დაპირებული ჯილდო არ მიუღიათ.
"ჩვენ გავრისკეთ ჩვენი სიცოცხლით თქვენს გამო. ახლა თქვენ გამორთეთ ტელეფონი", — ამბობენ ისინი.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მათ სულეიმან კერიმოვის შეურაცხყოფისკენ მოუწოდა.
ზაფხულის განმავლობაში გამოცემა Project, დამოუკიდებელი რუსული მედია იტყობინება, რომ გაჯიევი, კერიმოვის თხოვნით, უცხოური აგენტების რუსულ სიას დაემატა. გავრცელებული ინფორმაციით, კერიმოვმა ყოფილი დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, მათი უთანხმოების მიზეზი კომერციული კონფლიქტი გახდა.
ორმა მამაკაცმა ვიდეომიმართვაში ასევე მოითხოვა გაჯიევისგან, რომ არანაირი მკვლელობის მცდელობა არ მომზადებულა.
"წადი და უთხარი რამზანს შენი მოლანდებების შესახებ", — თქვა ერთ-ერთმა მამაკაცმა და დასძინა, რომ ყოფილ დეპუტატს ამ ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს.
RIA ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გაჯიევს და მის კურატორებს უცხოური სადაზვერვო სამსახურებიდან, მკვლელობის მცდელობის შესახებ ჭორების გავრცელებით, ჩეჩნეთს, დაღესტანსა და ინგუშეთს შორის ეთნიკური კონფლიქტის გაღვივება სურდათ.
გაჯიევი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი 2003—2021 წლებში იყო. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის უცხოური აგენტების რეესტრში 2024 წლის მაისში დაამატა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები