40%-იანი ქეშბექი — თეგეტა მოტორსში Black Friday-ს კვირეული დაიწყო
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსში Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარესებასა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
Black Friday-ს ფარგლებში განსაკუთრებული აქციით სარგებლობა ავტომობილების მფლობელებს არამხოლოდ ერთი დღით, არამედ მთელი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
ფოტო: თეგეტა
26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში, მსუბუქი ავტომობილების პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის პრემიუმ ბრენდებზე, 40%-იანი ქეშბექი იმოქმედებს. პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, თეგეტა ქარდზე ქეშბექი ქულების სახით დაგიბრუნდებათ, რომლითაც დამატებითი პროდუქტის შეძენას შეძლებთ.
სპეციალური შეთავაზება მოქმედებს თეგეტას Online Shop-სა და Tegeta App-ზეც. 26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ 25%-იანი ფასდაკლებით.
ფოტო: თეგეტა
დეა ზანგური, თეგეტა მოტორსის საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი: “Black Friday-ს შეთავაზებები ვრცელდება ყველა კატეგორიის პროდუქტზე, მათ შორის პრემიუმ ბრენდებზე. იმისათვის, რომ ჩვენს მომხმარებელს არ მოუხდეს რიგში დგომა, გადავწყვიტეთ, ქეშბექ აქცია არამხოლოდ შავ პარასკევს, ერთი დღით, არამედ ერთი კვირის განმავლობაში ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელს აღარ მოუწევს, დაელოდოს პარასკევს, არამედ შეუძლია, თეგეტას შეთავაზებებით 26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით ისარგებლოს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მეტი კომფორტი შევუქმნათ.
Black Friday-ს შეთავაზებებით გვსურს, მძღოლებს ხელი შევუწყოთ, მოამზადონ საკუთარი ავტომობილები ცივი სეზონისთვის. თეგეტა მოტორსი გამუდმებით მოუწოდებს საკუთარ მომხმარებელს, “არ მოატყუოს ზამთარი“ და გამართოს ავტომობილი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ძველი საბურავი სეზონის შესაბამისით ჩაანაცვლო, შეამოწმო აკუმულატორი, შეცვალო ანტიფრიზი და ზეთი, გამართო სამუხრუჭე სისტემა, შეამოწმო მაშუქი ფარები“.
ფოტო: თეგეტა
40%-იანი ქეშბექი თეგეტა მოტრსში მსუბუქი ავტომობილების პროდუქტებისა და სერვისების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. მათ შორის არის საბურავები, რომელსაც უსაფრთხო გადაადგილებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, ამიტომ აუცილებელია, სეზონის შესაბამისად, დროულად განაახლოთ. თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით გადაადგილებით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებს. ზაფხულის საბურავი სიცივეში ხისტი ხდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.
ფოტო: თეგე
არანაკლებ მნიშვნელოვანია აკუმულატორის გამართულად მუშაობა. ცივ ამინდში აკუმულატორზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა მნიშვნელოვანია. აკუმულატორი ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული და მექანიკური სისტემების მუშაობაში. სუსტი ან დაზიანებული აკუმულატორი, შესაძლოა, ავტომობილის დაქოქვის შეფერხების ან ვერ დაქოქვის მიზეზი გახდეს.
ანტიფრიზი კი ცნობილია, როგორც გამაგრილებელი სითხე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ძრავის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას. თუ ძრავის გაგრილების სისტემაში იქნება მხოლოდ წყალი ან რესურსამოწურული ანტიფრიზი, ის აუცილებლად გაიყინება, როგორც კი ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. აღნიშნული სითხის გაყინვა კი დააზიანებს ძრავას, რომლის შეკეთება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ფოტო: თეგეტა
თოვლსა და ყინვაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამართულ სამუხრუჭე სისტემასაც. თეგეტას რეკომენდაციით, ზამთრის საბურავების დაყენებასთან ერთად, უმჯობესია შემოწმდეს დისკები და ხუნდები.
Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. 28-29 ნოემბერს კი თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალი გახანგრძლივებული დროით, 21:00 საათამდე იმუშავებს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები