გიორგი გახარია

26 Nov. 2024, 17:56

"როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი შეეცდება ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის და უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღებად.

ერთპარტიულად, კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის და არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია. ფაქტობრივად, ამ გზით შეეცდება თავისი ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას.

ამისთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკრებულოს წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოცნების და ნაცების მერე საარჩევნო კოლეგიაში გვაქვს ყველაზე მეტი ხმა, პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას.

მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საკრებულოებში მათ წევრებს, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…