ბოკუჩავა: ამ არჩევნებზე საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან არ წარმოადგენს ხალხის თავისუფალ ნებას
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, დღეს, სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება არჩევნების შედეგების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია". მან ასევე დასძინა, რომ "ეს არჩევნები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და არჩევნები მასიური სქემის გამოყენებით, არაერთი გზით გაყალბდა".
ბოკუჩავას თქმით საგამოძიებო მექანიზმების ჩართვაა აუცილებელი, რომელიც ადგილზე იქნება გამოყენებული ევროკავშირის მიერ საქართველოში, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ტერიტორიაზე, რათა შეისწავლოს გაყალბების მასშტაბები.
"ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული კურსისათვის, რომელიც რა თქმა უნდა, დგას კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ, რაც მოიპარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ეს არ არის არჩევნები, რომელიც მოპარეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მოპარეს თითოეულ ქართველ მოქალაქეს და სწორედ ამიტომ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა ამას რუსული სპეცოპერაცია, ჰიბრიდული ომის წარმოების გზა ქართველი ხალხისა და მისი თავისუფალი ნების წინააღმდეგ.
ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება ამ არჩევნების შედეგების მიმართ. ეს არჩევნები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. არჩევნები გაყალბდა არაერთი გზით, მასიური სქემების გამოყენებით. შედეგები არ უნდა იქნას ლეგიტიმურად ცნობილი და საერთაშორისო საზოგადოება უნდა იდგეს ქართველი ხალხის გვერდით მათ მისწრაფებაში, რომ გამოხატონ საკუთარი არჩევანი და ჰქონდეთ თავისუფლება, რომ შეინარჩუნონ და მოიპოვონ ევროპული მომავალი, რომელიც არის საფრთხის ქვეშ. არაერთი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლების მიერ და მტკიცებულებები კიდევ უფრო იზრდება.
ჩვენი აზრით, საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმების ჩართვა აუცილებელია, რომელიც ადგილზე იქნება გამოყენებული ევროკავშირის მიერ საქართველოში, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ტერიტორიაზე, რათა შეისწავლოს გაყალბების მასშტაბები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროპულ პარლამენტს იმ რეზოლუციის ჩათვლით, რომელიც იქნება მიღებული ხუთშაბათს, დარწმუნდნენ იმაში, რომ მანდატი და შემადგენლობა ამ საგამოძიებო მისიისა იქნება ისეთი, რომ ზეგავლენა მოახდინოს და გამოავლინოს გაყალბების მასშტაბები, რომლითაც მოხდა არჩევნების შედეგების შეცვლა", — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა ასევე იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ქმედებები იქნება მძლავრი და შეიწყალებს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს, რადგან "საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი პოლიტიკური პატიმრებით".
"მივესალმები იმ ფაქტს, რომ მონახაზში იმ რეზოლუციისა, რომელსაც უკვე გადავხედე, არის მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რომ გაათავისუფლონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკური პატიმარია უკვე მეოთხე წელია, რომელიც იდევნება პოლიტიკური ბრალდებების საფუძველზე და როგორც ჩვენ ვიცით, განსაკუთრებით ამ დარბაზში, საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი პოლიტიკური პატიმრებით. განსაკუთრებით ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასრულებს უმთავრეს როლს საქართველოს ევროპული ტრაექტორიის შენარჩუნების საკითხში, რომელიც არის ერთგვარი დამცველი ქართული მისწრაფებებისა დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისაკენ, ასევე განახორციელებს მძლავრ პოლიტიკურ ქმედებებს, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი", — განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ("მთავარ არხის" თარგმანი)
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები