"კანონის უზენაესობის ცენტრი" სსს-ს მოუწოდებს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება ანატოლი გიგაურის საქმეზე
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, ისეთივე მყისიერი რეაგირება მოახდინოს ანატოლი გიგაურის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, როგორი მყისიერი რეაგირებითაც ხდება მოქალაქეთა პასუხისგებაში მიცემა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, — ამის შესახებ კანონის უზენაესობის ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ.
კანონის უზენაესობის ცენტრის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეს ანატოლი გიგაურს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება მეორე დღესვე - პოლიციელზე თავდასხმისთვის წარუდგინა, ხოლო დღეს — 26 ნოემბერს მას სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატმა გუშინვე განაცხადა, რომ დაკავებულს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მას რამდენიმე პოლიციელმა მიაყენა.
აღკვეთის ღონისძიების განხილვის სხდომაზე, დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის სამი ეპიზოდის შესახებ განაცხადა. კერძოდ, მისი განმარტებით:
ეპიზოდი პირველი — მას 24 ნოემბერს, აქციაზე ყოფნის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და ხელი გაარტყა;
ეპიზოდი მეორე — აქციიდან წასვლის შემდგომ, ორ თანმხლებ პირთან ერთად, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილით გადაადგილდებოდა ვეფხვი და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იგი გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. მიუხედავად იმისა, რომ იგი დაემორჩილა საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, გააჩერა ავტომანქანა, ჩამოვიდა, იგი გაიყვანეს ავტომანქანის უკან და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც მას სახის არედან წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ, იგი გადაიყვანეს ჟვანიას მოედანთან მდებარე პოლიციის განყოფილების ეზოში, სადაც ცდილობდნენ მისთვის სისხლდენის შეჩერებას. პოლიციამ იგი წაიყვანა შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსკენ, სადაც გზაში გააჩერეს აფთიაქთან და იყიდეს იოდი;
ეპიზოდი მესამე — შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში მასზე იძალადა რამდენიმე პოლიციელმა. მას სამმართველოში მიუყვანეს ის პატრულ-ინსპექტორი, რომელზე ძალადობისთვისაც მას პატიმრობა შეეფარდა, და ამ უკანასკნელმაც სხვა პოლიციელების თანდასწრებით იძალადეს მასზე.
ფიზიკური დაზიანებების მქონე ანატოლი გიგაურს შეეფარდა პატიმრობა, მიუხედავად იმისა რომ არ არსებობდა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი: იგი ვერ მოახდენს ზემოქმედებას მოწმეებზე, რომლებიც ძირითადად პოლიციის თანამშრომლები არიან და ვერ გაანადგურებს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას და იმ ვიდეოჩანაწერს, რომლებიც მისი ბრალეულობის დასადასტურებლად წარადგინა ბრალდების მხარემ. ამასთან, სასამართლო განხილვის დროს ადვოკატი აპელირებდა დაკავების დროს არაერთ დარღვევაზე, თუმცა მოსამართლეს დაკავების კანონიერებაზე საერთოდ არ უმსჯელია.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, ისეთივე მყისიერი რეაგირება მოახდინოს ანატოლი გიგაურის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, როგორი მყისიერი რეაგირებითაც ხდება მოქალაქეთა პასუხისგებაში მიცემა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით.
სამწუხარო ტენდენციაა, რომ სამართალდამცავი ორგანოები რეაგირებენ და საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როცა საქმე ეხება აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს, ხოლო როცა თავად აქციის მონაწილეები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, ასეთ ფაქტებზე არათუ სისხლისსამართლებრივი დევნის, ზოგჯერ გამოძიების დაწყებაც კი არ ხდება. ასევე, არ ხდება საზოგადოების ინფორმირება გამოძიების დაწყების/არდაწყებისა თუ მიმდინარე გამოძიების შესახებ.
ჩვენი ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ანატოლი გიგაურის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები