ილიაუნი

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

27 Nov. 2024, 13:09

გვინდა გამოვეხმაუროთ უკანონო და არალეგიტიმური გზით ხელისუფლების მიმტაცებელ პარტია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატს.

ჩვენ, სტუდენტები, პირველ რიგში, სხვა მრავალ ღირებულებასთან ერთად, ვიბრძვით განათლებისთვის, ეს უკანასკნელი კი, მიხეილ ყაველაშვილს არ მიუღია. მიგვაჩნია, რომ ეს არის როგორც სტუდენტების, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცინვა და შეურაცხყოფა.
მიხეილ ყაველაშვილი შეუფერებელია აღნიშნული პოზიციისთვის და ეს გადაწყვეტილება, უპირველესად, ეჭვქვეშ აყენებს განათლების მნიშვნელობას. მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება კი პირდაპირ აუფასურებს განათლების ცნებას.

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე როგორც მისი შედეგი და ამ გზით დანიშნული პრეზიდენტიც -არალეგიტიმურია."

წერს ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა გავრცელებულ განცხადებაში და ოლიგარქის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ეხმაურება

ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამის შესახებ უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს სხდომების დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…