ცესკოს დადგენილება: თუ ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ცესკო-ს შეეძლება მათი კვოტები "ოცნებას" გადასცეს
იმის მიუხედავად, რომ ქართულ ოცნებას პრეზიდენტის პირველივე ტურში ასარჩევად საარჩევნო კოლეგიაში საკმარისი რაოდენობის წარმომადგენელი არ ჰყავს, მათ შეიძლება მიხეილ ყაველაშვილის არჩევა პირველივე ტურში მაინც მოახერხონ. ამის უფლებას მათ ცესკოს ახალი დადგენილება აძლევთ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრის გამოკლებით, ჯამურად, კოლეგიაში ქართულ ოცნებას ჰყავს 156 წევრი, ხოლო დანარჩენ პარტიებს – 124. პირველივე ტურში რომ აირჩიონ, კანდიდატს 200 ხმა სჭირდება, რაც ამ დროისთვის ქართულ ოცნებას არ აქვს, თუმცა ცესკო-ს ახალი დადგენილებით მათ შეიძლება წარმომადგენლობა გაზარდონ.
ცესკო-ს №53/2024 დადგენილებაში, რომელიც 26 ნოემბრით თარიღდება, აღნიშნულია, რომ თუკი პარტიები ხმოსნებისთვის გამოყოფილ კვოტებს არ შეავსებენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ კვოტების ხელახლა განაწილების საშუალება ექნება იმ პარტიებზე, ვინც პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
დადგენილების მიხედვით, პარტიებმა არჩევნების დანიშვნიდან 2 დღეში უნდა წარადგინონ მათი წარმომადგენლების მონაცემები, თუ არადა, ცესკო-მ მათი ადგილები შეიძლება სხვა პარტიებს გადასცეს.
"[თუ პარტიამ] განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა თავისი უფლება ან ცესკოს განკარგულებით დადგენილ კვოტაზე ნაკლები ოდენობის საარჩევნო კოლეგიის წევრი წარადგინა…
…ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობის 300-მდე შესავსებად, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-13 დღისა (1 დეკემბერი) ცესკო განკარგულებით ცვლის დადგენილ კვოტებს და გამოუყენებელ ადგილებს გადაანაწილებს სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით", — ნათქვამია დადგენილებაში.
ამ დადგენილებით, ცესკო-ს შეუძლია კვოტები ხელახლა გადაანაწილოს იმ შემთხვევაშიც, თუკი ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს საარჩევნო კოლეგიაში წარდგენის შემდეგ შეუწყდება უფლებამოსილება და არ ეყოლება ადგილმონაცვლე. ამისთვის ვადად ცესკო 10 დეკემბრამდე პერიოდს იტოვებს.
"საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის საარჩევნო კოლეგიაში დასახელების შემდეგ, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა შეუძლებელია, ცესკო ასეთ შემთხვევაში განკარგულებით ცვლის დადგენილ კვოტებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-4 დღისა (10 დეკემბერი) და გამოუყენებელ ადგილებს გადაანაწილებს სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით", –– წერია დადგენილებაში.
ასე რომ, თუკი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, ცესკო უფლებამოსილი იქნება, რომ მათი კვოტები არჩევნებში მონაწილე პარტიებზე გადაანაწილოს. ეს ქართულ ოცნებას მისცემს შესაძლებლობას მიხეილ ყაველაშვილის პირველივე ცდით ასარჩევად საჭირო 200 ხმა მოაგროვოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები