სასაჩუქრე ბარათით გადახდა — როგორ ეხმარება საქართველოს ბანკი ბიზნესებს გაყიდვების ზრდაში
ფოტო: საქართველოს ბანკი
რამდენიმე წლის წინ საქართველოს ბანკმა ბიზნესებს ინოვაციური პლატფორმა, გადახდების მენეჯერი წარუდგინა. გადახდების მენეჯერი ერთიანი ციფრული სივრცეა, რომლის დახმარებით ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს — მერჩანტებს, რომლებიც გადახდებს იღებენ, შემოსავლების ეფექტიანად მართვის, გადახდის სხვადასხვა მეთოდის მოთხოვნისა და ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. პლატფორმის დახმარებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ონლაინ გადახდის ღილაკები ელექტრონული კომერციის ვებგვერდზე ჩასვას და საკუთარ მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვანი გზები შესთავაზოს. რაც მთავარია, მიიღოს დეტალური ანალიტიკური მონაცემები და მათზე დაყრდობით სამომავლო განვითარების სტრატეგია განსაზღვროს.
პლატფორმაზე ბიზნესებს შეუძლიათ გადახდის ისეთი მეთოდების მოთხოვნა, როგორებიცაა ბარათით, Apple Pay ან Google Pay-ით, ბმულით, ნაწილ ნაწილ გადახდა და სხვა. მათ შორისაა სასაჩუქრე ბარათით გადახდის მეთოდი, რომლის უპირატესობებზე საქართველოს ბანკის Product Owner-ი, ანა შაქარიშვილი საუბრობს.
ციფრული სასაჩუქრე ბარათის უპირატესობები მერჩანტებისა და მათი მომხმარებლებისთვის
ციფრული სასაჩუქრე ბარათები საქართველოს ბანკის მობილბანკში უკვე რამდენიმე თვეა, ხელმისაწვდომია. იმ კომპანიების რიცხვი კი, რომლებიც საკუთარ მომხმარებლებს ამ პროდუქტს სთავაზობენ, საკმაოდ ვრცელია.
როგორც ანა შაქარიშვილი აღნიშნავს, ციფრულ სასაჩუქრე ბარათს არაერთი უპირატესობა აქვს როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
“სასაჩუქრე ბარათი, როგორც გადახდის მეთოდი, ერთი მხრივ, მერჩანტს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდოს გაყიდვები და მეორე მხრივ, მომხმარებელს უქმნის კომფორტს, რადგან მისი შეძენა და ადრესატისთვის გაგზავნა დისტანციურად შეუძლიათ“.
ანა ამბობს, რომ სასაჩუქრე ბარათის გამოშვების და ყიდვის პროცესი ძალიან მარტივია. მერჩანტს შეუძლია გადახდების მენეჯერში აირჩიოს სასაჩუქრე ბარათის გამოშვება მისთვის სასურველი პირობებით, საქართველოს ბანკის მობილბანკში კი იგი მომენტალურად გამოჩნდება. მისი გამოშვება, ასევე, მერჩანტ მენეჯერთან კონსულტაციით შეიძლება.
ხოლო მომხმარებელს ბარათის შეძენა მობილბანკის “ჰაბის“გვერდიდან როგორც თავისთვის, ისე სასურველი ადრესატისთვის შეუძლია. აქვეა კონკრეტული დიზაინის ბარათის შექმნისა და სასურველი ტექსტის მითითების ფუნქციონალიც.
“ვფიქრობ, მომხმარებლებს ძალიან კარგ შესაძლებლობას ვთავაზობთ. მათ სასაჩუქრე ბარათის შეძენა როგორც ნებისმიერი ანგარიშით, აგრეთვე ნაწილ ნაწილითაც შეუძლიათ.“
მას შემდეგ, რაც სასაჩუქრე ბარათს შეიძენთ, მის ადრესატს SMS შეტყობინებით სასაჩუქრე ბარათის დეტალები ეგზავნება. აღნიშნული ინფორმაცია მობილბანკშიც ხელმისაწვდომია. ციფრულ სასაჩუქრე ბარათზე დარიცხული თანხის დახარჯვა კი შესაძლებელია ობიექტში ტერმინალზე გადახდით, სრულად ან ეტაპობრივად.
როგორ შეიქმნა ციფრული სასაჩუქრე ბარათი
“სასაჩუქრე ბარათების შექმნის მიზანი იყო, მერჩანტებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, გამოეშვათ საკუთარი კომპანიის ციფრული სასაჩუქრე ბარათი, რომლის ყიდვასაც დისტანციურად მობილბანკის 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი შეძლებდა“, - განმარტავს ანა შაქარიშვილი.
იგი სასაჩუქრე ბარათით გადახდის უსაფრთხოების სტანდარტებსაც უსვამს ხაზს.
“ყოველი ტრანზაქციის დადასტურება აუცილებელია SMS კოდით, რომელიც ბარათის მფლობელს ეგზავნება. ეს მაქსიმალურად უზრუნველყოფს სასაჩუქრე ბარათით გადახდის უსაფრთხოებას, ასევე, რადგან სასაჩუქრე ბარათი არ არის ფიზიკური და ინახება ადრესატის ტელეფონში, მისი დაკარგვის ალბათობაც არ არსებობს.“
ანა იხსენებს, რომ ამ პროდუქტზე მუშაობის პერიოდი ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო.
“მიუხედავად იმისა რომ ბარათის გამოშვება და გამოყენება საკმაოდ მარტივი პროცესია, მის უკან საკმაოდ დიდი ძალისხმევა დევს. პროდუქტის შექმნაზე დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ჩართული იყო შვიდი სხვადასხვა გუნდი. ამასთან, მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მერჩანტებთან, რათა პროდუქტი და პროცესი მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო. ჩემი, როგორც Product Owner-ის როლი იყო ის, რომ ბიზნესებისთვის მაქსიმალურად სასარგებლო პროდუქტი შეგვექმნა, ყველა დეტალი მორგებული ყოფილიყო მათ საჭიროებებზე და დროულად მიგვეწოდებინა იგი ბაზრისთვის“.
ანა შაქარიშვილი გადახდების მენეჯერის გამორჩეულ მახასიათებლებსაც განიხილავს.
“მერჩანტად დარეგისტრირების ციფრული და მარტივი პროცესი, ნებისმიერი გადახდის მეთოდის ციფრულად მოთხოვნის შესაძლებლობა, ონლაინ გადახდების მართვის შესაძლებლობა, გადახდების ანალიტიკა — სწორედ ამ ყველაფრის დახმარებით ბიზნესებს დროისა და რესურსის მნიშვნელოვნად დაზოგვა და საქმიანობის უკეთ მართვა შეუძლიათ“.
რაც მთავარია, საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აგრძელებს ინოვაციების დანერგვას.
“ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ პროდუქტების გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. მალე ჩვენს მომხმარებლებს ძალიან საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ სასაჩუქრე ბარათებთან დაკავშირებით“, — ამბობს ანა შაქარიშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები