სამგზის გრამატიკული რჩევა სამგზის მსოფლიო ჩემპიონს
ფოტო: გიორგი მუზაშვილი/ On.ge
რიგითი მოქალაქეების სექსუალური შევიწროებითა და გინებით დაკავებულ ლაშა ტალახაძეს, რომელიც პარლამენტში კიდევ უფრო გაზრდილ პრემიებს ითხოვს სპორტსმენებისათვის, წიგნების კითხვისა და ქართული ენის სწავლის დრო აშკარად არ რჩება. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში განათლება, დიპლომატიური უნარები, ტაქტი, ზრდილობა, და, გაგიკვირდებათ, გამართულად მეტყველებაც კი არაა აუცილებელი პოლიტიკოსობისათვის. თუმცა, გადავწყვიტეთ, ლაშა ტალახაძისთვის მართლწერისა და გრამატიკის რამდენიმე რჩევა მაინც მიგვეცა, რათა გამართულად მაინც გამოლანძღოს ის ადამიანები, რომლებმაც მისი პარლამენტში აღმოჩენა ქართველი ერის დაცინვად სრულიად სამართლიანად ჩათვალეს.
1.მრავლობითი რიცხვის II პირის ნაცვალსახელს ზმნაც მრავლობითში შეეწყობა
ლაშა ტალახაძის მოქალაქესთან მიმოწერის პირველივე წინადადებიდან ვხვდებით, რომ საქმე ძალიან მძიმედაა... "კითხვა არ იცით, მოსმენა მაინც ისწავლეთ, თქვე საწყლებო" — ლაშა, სულიერი ჯგუფის სახელებს, რომლებიც მრავლობით რიცხვშია, ზმნაც მრავლობითში შეეწყობა. გამონაკლისებზე მერე ვისაუბროთ, როცა ამ მასალას დაძლევ.
2. სიტყვა "უზრდელს" ასო რ აუცილებლად სჭირდება
ლაშა, მოდი, თავიდან დავიწყოთ — ქართულ ენაში ორი მეორე პირის ნაცვალსახელი გვაქვს — შენ და თქვენ. შენ მხოლობითია, თქვენ კი — მრავლობითი. რადგან მოცემული ფრაზით შენ ბევრ ადამიანს ლანძღავ, ზმნაც მრავლობით რიცხვში უნდა დაწერო. “კითხვა არ იცით, მოსმენა მაინც ისწავლეთ, თქვე საწყლებო” — აი, სწორი ვერსია ასეთი იქნებოდა.
3. შე-უ-რა-ცხ-ყო-ფა, ლაშა!
ლაშა ტალახაძეს ჰგონია, ფეისბუქისა და ინსტაგრამის კედელ-კედელ ჩამოვლისას ხალხს შეურაწყოფას აყენებს და გვინდა შევუსწოროთ — ლაშა, ის სიტყვა, რის თქმასაც ცდილობ, შეურაცხყოფაა და არა შეურაწყოფა. შეიძლება, დამარცვლით უფრო მარტივად დაიმახსოვრო. ამასთან ერთად, "ათმაგი" ზედსართავი სახელია და ციფრებით კი არა, ასოებით უნდა დაწერო.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ლაშა ტალახაძის საჯარო კომენტარებიდან ერთი ისეთის მოძებნაც კი გაგვიჭირდება, რომელშიც დალაგებულად მეტყველებს. ისეთ ტრაგედიულ რეალობაში, სადაც პარლამენტარებს ელემენტარული განათლებაც არ აქვთ, მომავალ პრეზიდენტს კი — დიპლომი, აშკარაა, რომ მმართველი პარტიისთვის განათლებული ადამიანები საშიშროებას წარმოადგენენ.
სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს დანანებით ვურჩევდით, იმ საქმეს მიხედოს, რაც გამოსდის. წერა-კითხვა, პარლამენტში ჭკვიანურთან მიახლოებული რეპლიკების სროლა და დამსახურებული კრიტიკის მიღება მას არ გამოსდის, ამიტომ ურჩევნია, თავისი თავიც დაინდოს და ქვეყანაც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები