გოჩა ჯავახიშვილი: საქართველო "აპაუზებს" ევროინტეგრაციას. წარმომიდგენია უკვე მერამდენეჯერ, როგორ გავახარეთ მტრის გული
ქართული ოცნების დღევანდელ განცხადებას ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე გადადებასთან დაკავშირებით საფრანგეთში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი გამოეხმაურა.
"თუ ვინმესთვის კიდევ არის კითხვის ნიშნები დარჩენილი თუ საით მივდივართ, დიაგნოზი: რეალობის ჯიუტად უარყოფაა.
მეტი რაღა უნდა მოხდეს, ან რა ითქვას, ან რა გაკეთდეს, რომ დაიჯეროთ? გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი ხედვითა და ალალად გაცხადებული ანტიდასავლური რიტორიკით დღევანდელი ბრიფინგის ანონსი იყო ჩემთვის. კონსტიტუციით განმტკიცებული ევროპული ოცნება გვემსხვრეევა.
სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. პირიქით, პრემიერს ვუსმენდი და უნებლიედ წამომცდა: ეგრე, რა... დასაფასებელია გულწრფელობა. წერტილი დაესვა ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს-ს. აქამდეც უნდა გეთქვათ ასე, გულწრფელად ეს სიმართლე. რახანია ცხადია, რომ ეს პოზიცია გახდა ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება. ბევრი მეგობარი მეუბნებოდა, არა, რას ამბობ, ევროპა როგორ არ უნდათ, უბრალოდ, ზედმეტად ერევა ევროპა ჩვენს შიდა საქმეებშიო. სულ მეშინოდა, რომ მსგავს განცხადებას ოფიციალური პირებისგან მოვისმენდი ერთ დღეს, რომელიც სულაც არ იქნებოდა ჩემთვის მშვენიერი დღე. და ეს დღეც დადგა.
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, გარკვევით გვითხრეს არ გვაინტერესებს ხალხის უმრავლესობას რა უნდა. დღეს ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მიგვაჩნია გასაკეთებლადო. კიდევ კარგი ამ დღეს საფრანგეთში საქართველოს ელჩის სტატუსით არ მოვესწარი.
განცხადების რეზიუმე: - პაემანი 2028 ში და ერთი გნახავთ როგორი ევროკავშირი დაგვხვდებითო. მანამდე კი ჩვენი სუსი კარგად იყოს და თქვენი სუსი არ გავიგოთო. თქვენი თაფლიანი კოვზიც არ გვინდაო. - ვერ დააბრალებ ევროპის ფული უნდათ და კრიტიკის მოსმენა არ უნდათო. ჩაეხსნა ქართული ვაგონი ევროპულ მატარებელს. გული მტკივა, რომ საქმე აქამდე მივიდა. რეალისტები ვართ და ვაცნობიერებთ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ხვალინდელი პერსპექტივა არ იყო. თუმცა ამ მთავარი სტრატეგიული მიზნით სვლა და გაწევრიანებისთვის მზადება გვზრდიდა ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიაში, მუდმივად ამ მზაობაში გვამყოფებდა და რუსული ალტერნატივის მიმართ ავგაროზივით გვიცავდა.
რუსეთს გულგასახარად, მისი ჰიბრიდული სტრატეგიის წარმატებად ესეც ეყოფა. საქართველო "აპაუზებს" ევროინტეგრაციას. წარმომიდგენია უკვე მერამდენეჯერ, როგორ გავახარეთ მტრის გული.
მერე რა იქნება ვინ იცის. ამ ხელისუფლებისა და შემდეგი პრეზიდენტის მანდატის ამოწურვის შემდეგ არსებითად სულ სხვა საქართველო გვექნება. სხვა დემოგრაფიით. ელიტების ცვლილება, იდეოლოგიური პრიორიტეტები სულ სხვა განწყობებს შექმნის შინ თუ გარეთ.
ამ პოლიტიკას ბევრი საქართველოსთვის ძალიან ღირებული, ინტელექტუალური რესურსის მქონე ადამიანი გაერიდება, მათ ამ პოლიტიკით მოხიბლული ახლო მეზობლები ჩაანაცვლებენ. ამასობაში, გლობალური გეოპოლიტიკური ქაოსიც იქნებ დალაგდეს, ბურუსი გადაივლის, გრიგალი ჩადგება, ამინდიც შეიცვლება და საქართველო რომელ ნაპირზე აღმოჩნდება ვნახოთ. იქნება კი კვლავ აქტუალური საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება? ნიცშეს რომ არ ეთანხმებოდა ეს ადამიანი და ბევრს ამაზე ეცინებოდა.
არ მოგვწონს? ვბრაზდებით? განა მან არ იცის, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნება მისი სტრატეგია? მაგრამ რუსთაველი მკვდარია... არც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი „ეთანხმება ნიცშეს“ და ევროკავშირს უამრავი სხვა შიდა და გარე პრობლემა ასუსტებს. ამიტომ მისი რეალპოლიტიკა დღეს ასეთია. ამავე პოლიტიკას თუ დასჭირდა, ყველა ტექსტს გადავსინჯავთ მშობლიურ ისტორიასა და ლიტერატურაში, რომელიც რუსეთს გაგვინაწყენებს და გვეტყვის, აბა როგორ ვიმეგობროთ, ჩემს წინააღმდეგ განაწყობთ თაობებსო. ევროპა „დემოკრატიით“ გავაოცეთ და პუტინი სიმამაცით თურმე.
ჩვენც რომ არ დაგვემართოს რეალობის უარყოფა: ჭადრაკის ამ მოცემულობით, იმ დიდოსტატებით ვინც თამაშობს, ვფიქრობ ევროპული პარტია ამჯერად დასრულებულია. ყაიმით თუ მატით? ამას დრო გვიჩვენებს. აღარც კონსტიტუცია ფასობს, აღარც მოსახლეობის უმრავლესობის ნება.
ჩემს სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობას დააბრალეთ ეს პესიმიზმი და თქვენ გამამხნევეთ რაიმე ოპტიმისტურით ვისაც და თუ შეგიძლიათ", — ვკითხულობთ გოჩა ჯავახიშვილის პოსტში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები