გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის ფორმა იცვლება
ფოტო: Kreston Georgia
2024 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილება ეხება “გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ (ე.წ. განაცემთა დეკლარაციის) ფორმას, რომელიც 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო თვიდან ამოქმედდება. მთავარი ცვლილება დეკლარაციის ფორმაში ეხება 2008 წლამდე დარიცხული განაცემების მიმდინარე პერიოდში გაცემისას შესავსები დეკლარაციის ველების გამარტივებას, ასევე განაცემთა დეკლარაციის “დანართი ა“-ში საგადასხადო შეღავათების ნაწილში საპენსიო შენატანის თანხის (2%-ის) ცალკე გამოყოფას, რაც მანამდე მოქმედ ფორმაში ცალკე გამოყოფილი არ იყო.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა “გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ III ნაწილი “განაცემის დასახელება“. დეკლარაციის ახალი ფორმის შემოღებით გამარტივდა დეკლარაციის მთავარი გვერდი და ფორმიდან ამოღებული იქნა 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ ანაზღაურებებთან დაკავშირებული რამოდენიმე უჯრა და გაცილებით გამარტივებული სახით ჩამოყალიბდა:
- 56¹ უჯრა — 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო პერიოდში გაცემული ანაზღაურება;
- 56² უჯრა — 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი (განაკვეთი12%);
გარდა ზემოთ აღნიშნულისა 2008 წლამდე დარიცხულ და მიმდინერე პერიოდში ანაზღაურებულ განაცემებთან (ასევე სოციალურ გადასახადთან) დაკავშირებული ქვემოთ მითითებული უჯრები სრულად იქნა ამოღებული დეკლრაციის ფორმიდან:
- 56³ უჯრა – საანგარიშო თვეში გაცემული 2008 წლის 1 იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;
- 56⁴ უჯრა – სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);
- 56 ⁵ უჯრა – გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);
გარდა ამისა ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა დეკლარაციის დანართი “ა“, კერძოდ განაცემების ველში ცალკე იქნა გამოყოფილი დაკავებული საპენსიო შენატანის თანხა (2%) როგორც საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული განაცემი, ასევე ცალკე გამოიყო სხვა განაცემები, გარდა ამისა ამოღებული იქნა სოციალურ გადასახადთან დაკავშირებული უჯრა, კერძოდ:
- საგადასახადო შეღავათების ველი გაიმიჯნა ორ ნაწილად და ახალი რედაქციის მიხედვით, ცალ-ცალკე შესაბამის ველებში უნდა აისახოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულის სახელითა და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანთან დაკავშირებული შეღავათი და სხვა შეღავათები. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დანართის ძველ რედაქციაში საპენსიო შენატანიც და სხვა შეღავათებიც აისახებოდა ჯამურად ერთ ველში “შეღავათის ოდენობა“.
- ამოღებულ იქნა “სოციალური გადასახადი“-ს ველი, ვინაიდან ეს გადასახადი უკვე დიდი ხანია გაუქმებულია.
დეკლარაციის დანართი “ა“
ფოტო: Kreston
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
Kreston Georgia არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის, Kreston Global-ის წევრ აუდიტორულ კომპანიას საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს. კრესტონის გლობალური ქსელი 115 ქვეყანაში, 830 ოფისით ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 27.000 თანამშრომელსა და 160 წევრ ფირმას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები