სახალხო დამცველი: 29 პირიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 23-მა პირმა მიუთითა, 7 პირს არ სურს რეაგირება
ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 29 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულები საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მონახულებას განაგრძობდნენ, კერძოდ აპარატმა მოინახულა სულ 40 პირი და მათგან 11 პირის შესახებს საზოგადოებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
მათივე ცნობით, დღის მანძილზე, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 29 პირი, რომელთაგან დაკავებული იყო 28.
სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, მონახულებული 29 პირიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 23-მა პირმა მიუთითა.
"რწმუნებულებმა კლინიკაში მოინახულეს ჟურნალისტი გურამ როგავა. გურამ როგავას განცხადებით, საპროტესტო აქციაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამართალდამცავებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც გონება დაკარგა. გურამ როგავას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებებზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
მონახულებული 29 პირიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 23-მა პირმა მიუთითა (7 პირს არ სურს რეაგირება). მათი უმრავლესობის თქმით, პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ დაკავების პროცესში განიცადა. ნაწილი მათგანი ასევე მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. დაკავებულთა ნაწილს ხილულად აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები, მაგალითად, ერთ დაკავებულს თავის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, სხვა დაკავებულს - სახეზე, მარჯვენა წარბთან აღენიშნებოდა დაზიანება.
დაკავებულთა ნაწილის თქმით, მათი დაკავება ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რომლებიც დაკავებულებს გადასცემდნენ სხვა თანამშრომლებს, რომლებსაც ასევე არ გააჩნდათ სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები, რის შემდეგაც ხდებოდა მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის. საპატრულო პოლიციას ისინი გადაჰყავდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც იწყებოდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ დოკუმენტაციის შედგენა. დაკავებულთა ნაწილის განცხადებით, დამკავებლები პირებად უთითებდნენ მცდარ მონაცემებს კერძოდ კი, იმ პოლიციელებს, რომელთა მიერ მათი უშუალო დაკავება არ განხორციელებულა.
სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს საპროტესტო აქციაზე მოქალაქეთა დაკავებისას ხსენებულ მავნე პრაქტიკაზე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და სასამართლოების შეცდომაში შეყვანის საფუძველს ქმნის.
სახალხო დამცველის აპარატი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას უფლებამოსილი უწყებების ინფორმირებისა და გამოძიების შემდგომი მონიტორინგის განხორციელების გზით", — წერია განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები