სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

30 Nov. 2024, 22:54

"პარლამენტი არ არის აღიარებული, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა. ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც უფლებამოსილება არ გააჩნია, რომელიც ირჩევს მთავრობას, რომელიც აღიარებული არაა არც მოსახლეობის და არც პოლიტიკური ძალების მიერ. და ასეთივე იქნება პრეზიდენტი, რომლის სამუშაო, სხვათა შორის, ფეხბურთელობა იყო, განათლების არმქონე, რეალური პრო-რუსული პარტიის წარმომადგენელი, რომელიც “ქართული ოცნების“ მიერ იქნა შექმნილი. და ის იყო რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი, ასე რომ ძალიან ნათელია რა ხდება. და სწორედ ამიტომაა ქართული საზოგადოების ეს მასიური, ერთხმოვან რეაქცია, რომელიც არ გაჩერდება და რომელიც არაა რევოლუცია, როგორც ბატონი კობახიძე ეძახის. ეს ახალი არჩევნების ლეგიტიმური უფლების მოთხოვნაა, ვინაიდან ეს არჩევნები არა უბრალოდ გაყალბდა, ხმები სისტემურად იქნა მოპარული რუსული მეთოდით, რომლითაც არჩევნები ჩატარდა.

უკეთ უნდა დაჰკვირვებოდით ქართულ არჩევნებს! საზოგადოება მოითხოვს არჩევნებს, მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალასა და მე, როგორც ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს. ჩვენ მოვითხოვთ ახალ არჩევნებს და მოვთხოვთ ევროკავშირის ტექნიკურ მისიას, რომელიც აქ ჩამოდის, რომ განმარტოს რა იქნება ახალი არჩევნების პირობები, რა უნდა გამოსწორდეს, როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი, რომ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია.

ასე რომ, ძალიან ნათელია - ეს რევოლუცია არაა, ეს სტაბილურობაა და ამ გარდამავალ პერიოდს თუ დასჭირდება, ჩვენ შეიძლება ტექნიკური მთავრობა დაგვჭირდეს", — განაცხადა ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში პრეზიდენტობის კანდიდატზე, მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…