აქციებზე დაკავებულია 115-მდე პირი, უმრავლესობას აღენიშნება დაზიანებები
ფოტო: გიორგი ჯამბურია / NEWS.On.ge
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი 2024 წლის 30 ნოემბერს დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციების ცნობით, დადასტურებულად დაკავებულია 115-მდე პირი, ბათუმში გამართულ აქციაზე კი დააკავეს 8 პირი. ისინი მოთავსებულები არიან თბილისის, მარნეულის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, მცხეთის და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ბათუმში დაკავებული პირები - ბათუმისა და ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. დაკავებულები მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე.
სამართლებრივი დახმარების ქსელის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებში დაკავებულების გადაყვანისას გამოიკვეთა, რომ პაციენტების შესვლა ფორმდება იმგვარად, თითქოს ისინი თვითდინებით შევიდნენ კლინიკაში, მაშინ როდესაც სამართალდამცავი პირებს შეყავთ.
ადვოკატებმა უკვე გააკეთეს შეტყობინებები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც:
"სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზის ნომერზე გასული ღამის და მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტად შემოდიოდა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე 130-მდე პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. ამათგან, დადასტურებულად დაკავებულია 115-მდე პირი, რომლებიც უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. ასევე, ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავეს 8 პირი.
მთელი დღის განმავლობაში ქსელის ადვოკატები ცდილობდნენ დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას და მათ მონახულებას. ისინი ამ დროისთვის მოთავსებულები არიან თბილისის, მარნეულის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, მცხეთის და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ბათუმში დაკავებული პირები - ბათუმისა და ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
დაკავებულები მთელი ღამისა და ზოგიერთ შემთხვევაში, დღის განმავლობაში სამართალდამცველებს მანქანებსა და ავტობუსებში ჰყავდათ, რა დროსაც პოლიცია ადვოკატებს არ აძლევდა მათი ნახვის შესაძლებლობას. დაკავებულთა უმრავლესობას აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც მათ აქციაზე დაკავებამდე ან/და დაკავებისას მიიღეს. დაკავებულთა ნაწილის გადაყვანა საჭირო გახდა სამედიცინო დაწესებულებებში მათი დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით. რამდენიმე შემთხვევაში დაკავებულები მხოლოდ ადვოკატების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულები მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე. დაკავებულთა თანხმობით, ადვოკატებმა უკვე გააკეთეს შეტყობინებები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც. რამდენიმე დაკავებულმა აღნიშნა, რომ დაკარგული აქვთ პირადი ნივთები, რომლებიც მათ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა გამიზნულად გადაუყარეს დაკავების შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულებს დაკავებისას ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, თუმცა ისინი არ ინახება ჩამორთმეულ სხვა ნივთებთან ერთად.
სამედიცინო დაწესებულებებში დაკავებულების გადაყვანისას გამოიკვეთა, რომ პაციენტების შესვლა ფორმდება იმგვარად, თითქოს ისინი თვითდინებით შევიდნენ კლინიკაში, მაშინ როდესაც სამართალდამცავი პირებს შეყავთ ისინი. ეს იწვევს კი იწვევს იმას, რომ სამედიცინო მომსახურების თანხას დაწესებულება დაკავებულ პირებს სთხოვს, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ დაფაროს მათთვის გაწეული მკურნალობის ხარჯები.
ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია დაკავებულები 24 საათის განმავლობაში გათავისუფლდებიან, თუ ამჯერადაც, მაქსიმალური, 48 საათით დატოვებს უწყება მათ იზოლატორებში. ამასთან, არც ისაა ცნობილი, თუ როდის დაიწყება სასამართლოში მათი საქმეების განხილვა.
ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 29 ნოემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები.
საერთო ჯამში სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები მხოლოდ 28-30 ნოემბერს დაკავებულ/დაჯარიმებულ 200-მდე პირს უწევს სამართლებრივ დახმარებას." — ნათქვამია ინფორმაციაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები