სარჯველაძე: 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი არის აქციის მონაწილე, 12 ადამიანი პოლიციელი და მედიის წარმომადგენელი — აღენიშნებათ მძიმე ტრავმები
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პარლამენტთან აქციების მიმდინარეობის დროს განვითარებული ძალადობის ფაქტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძეც ეხმაურება.
სარჯველაძე არ აღნიშნავს გასულ დღეებში მოქალაქეებზე არაპროპორციული ძალების გამოყენებას და მათ სასტიკ ცემას, რომელთა უმრავლესობაც, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, თუმცა აღნიშნავს რომ "ძალადობას არავითარი გამართლება არ გააჩნია".
მას ასევე არ აქვს ნახსენები სახელისუფლებო საპოლიციო ძალების მხრიდან წყლის ჭავლის და გაზის გამოყენების ფაქტები, მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც 28 ნოემბრიდან ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეაჩერონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები აპროტესტებენ.
"არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, სულერთია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით
აბსოლუტურად ურყევია და ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელი და
შეუწყნარებელია", — აცხადებს იგი.
მისი თქმით, სამინისტრო საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში
აწვდის, იმის შესახებ, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწიათ დაშავებულებს,
მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები განთავსებულია საჭიროზე მეტი
რაოდენობით, იმ ადგილებზე, სადაც იმართება ეს აქციები და შესაბამისად,
პრაქტიკულად მყისიერი სამედიცინო დახმარება უკლებლივ ყველა ადამიანისთვის
ვისაც არ უნდა დაჭირდეს, უზრუნველყოფილი იყო ადგილზეც და მთელი ამ დღეების
განმავლობაშიც", — აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, მაშინ როდესაც სამთავრობო ძალებმა მოქალაქეების წინააღმდეგ მხუთავი აირი გაუშვეს და ამასთან, დილით ვაკის პარკამდე სდიეს — აქციებიდან კლინიკაში 37 ადამიანი გადაიყვანეს.
"ამ 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი არის აქციის მონაწილე, 12 ადამიანი პოლიციელი და
მედიის წარმომადგენელი, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაც
შედიან პოლიციელები, მათ აღენიშნებათ დაზიანებები, რომელიც გამოწვეულია, მათ
შორის, მძიმე მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო
ტრავმებზეა საუბარი. ყველას მოვუწოდებ, უკლებლივ, დავიცვათ არა უბრალოდ
მშვიდობა და მართლწესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია,
ყველას კარგად ესმოდეს, რომ პიროტექნიკის დამიზნებით სროლა ადამიანისთვის, მაშინ
როცა არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახიფათო
პროდუქტი, საზიანოა. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რათა გაუფრთხილდნენ
სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები