ირინა ყურუა

2 Dec. 2024, 16:38

"მეგობრებო, ხუთშაბათს, 21:00-ზე ვეღარ შეგხვდებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით, რომ უკვე ვერ შემოგთავაზებთ განსხვავებულ მოსაზრებებს, კრიტიკულ აზრს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების ანალიზს...
ბოდიში, რომ კონსტიტუციის დაცვის საშუალება ამჯერად არ მეძლევა..
ბოდიში, რომ ვეღარ ვიცავ კანონს "მაუწყებლობის შესახებ" და ვეღარ ვასრულებ ვალდებულებებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს...
ბოდიში, რომ ამ კვირის ხუთშაბათს პირდაპირი ეთერიდან უკვე ვერ გეტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია; რომ მიუღებელია ძალადობა მედიაზე, საკუთარ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე;
გადაცემა "სათქმელის" და სხვა გადაცემების გაჩერების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და დღეს პირისპირ შეხვედრისას დამიდასტურა დირექტორმა - ლადო ტატიშვილმა.
ვფიქრობ, რომ ახლა როგორც არასდროს, უნდა მოვიკრიბოთ პროფესიონალიზმი და საზოგადოებას კი არ დავემალოთ, არამედ, ყველა გადაცემიდან ველაპარაკოთ სიმართლეზე და რისკებზე.
გაჩერებულია ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მუშაობს მხოლოდ საინფორმაციო სამსახური და საინფორმაციო გამოშვება.
რა იქნება მომავალ კვირას ან ზოგადად — მომავალში, გაურკვეველია!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…