გიორგი გახარია: "გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან არაფორმალური დაჯგუფებების წევრები არიან და არ განეკუთვნებიან შსს-ს"
ფოტო: საქართველოსთვის
გიორგი გახარიას თქმით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ სპეცრაზმის ფორმებში შემოსილი ნიღბიანი ადამიანები შსს-ს არ განეკუთვნებიან და არაფორმალური დაჯგუფებების წევრები არიან. ამის შესახებ დღეს "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული.
"გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ის საპოლიციო ქვედანაყოფებს — მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები."
„არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში უკვე საშიშ ფორმას იძენს და განსაკუთრებული სისასტიკით გუშინდელი ღამე გამოირჩევა.
ჩვენდა საუბედუროდ, ნიღბის უკან დამალული ადამიანები მეხუთე ღამეა თბილისის ქუჩებში ძალადობენ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ამას აკეთებენ განსაკუთრებული სისასტიკით, უკანონოდ დაკავების შემდეგ უსწორდებიან მათ ფიზიკურად, ძირითადად დაზიანებებს აყენებენ სახისა და თავის არეში, შემდგომ დაზარალებულის მდგომარეობიდან გამომდინარე ზოგს ადგილზე ტოვებენ, ზოგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, ზოგი გადაჰყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ეს მძიმე დანაშაული, რომელსაც დღეს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები სჩადიან, რა თქმა უნდა, დაუსჯელი ვერ დარჩება. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს. ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი გუშინაც განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, ორი მათგანი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ორი წინასწარი დაკავების იზოლატორში და ასეთი შემთხვევები არ ეხება მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს. არიან ახალგაზრდები, დაზარალებულები, რომელთა ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და არავინ არ ვიცით რამდენია ეს ადამიანი, სად იმყოფებიან ისინი დღეს და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საუბედუროდ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული და ისინი იმ დონეზე ძალადობენ და ძალადობასთან ერთად მოროდიორობენ, რადგან დაზარალებულ და ნაცემ ადამიანს ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს და ა.შ.
მე მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩერეთ ეს სისასტიკე და ძალადობა თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით ღამით, მაშინ როცა განსაკუთრებულ დაცვას უნდა უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები. ნიღაბი და დაუსჯელობის გარანტია არის ის, რაც მათ უფრო მეტ სისასტიკეს სძენს.
მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სამინისტროს, ბოლოს და ბოლოს, ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში დაზარალებული ადამიანების რაოდენობის და ადგილსამყოფლის შესახებ მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია და ასევე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ის ადამიანები, რომლებიც გადაყვანილი გყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში მთელი საქართველოს მასშტაბით, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, სად არიან ეს ადამიანები, რა მდგომარეობაში არიან, როდის გადაიყვანენ მათ სასამართლოში ან როგორ დავუკავშირდეთ მათ.
ის, რაც ბოლო ხუთი ღამეა ხდება, არის სრული განუკითხაობა, უკანონობა და ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით, ეს ანგრევს პოლიციას. პოლიციას თუ არ შერჩა იმის მორალური და სამართლებრივი უნარი და უფლება, რომ დაიცვას წესრიგი ჩვენს ქუჩებში, ჩვენ მივალთ სრულ ქაოსამდე და ეს ქაოსი თავიდან ბოლომდე იქნება მმართველი ძალის პასუხისმგებლობა“ — თქვა გახარიამ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები