დოდი ხარხელი: დე ფაქტო ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, დააშინოს ყველა, ვინც რამეზე ხმას იღებს
აქტივისტის დოდი ხარხელის სახლი სამართალდამცველებმა დატოვეს. ის დღეს დილით მაშინ დააკავეს, როცა მცირეწლოვანი შვილი საბავშვო ბაღში მიიყვანა, მოგვიანებით კი საკუთარ სახლში მიიყვანეს, სადაც შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა.
აქტივისტი ამბობს, რომ რეჟიმი ცდილობს, დააშინოს ყველა, ვინც ხმას იღებს.
"ეს ყველაფერი ეხება იმ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს ეს ქვეყანა, დე ფაქტო ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სტატუსი და ყველანაირად ცდილობს, რომ დააშინოს ყველა, ვინც საერთოდ რამეზე ხმას იღებს. აზრი არ აქვს რა ეწერება ნებისმიერი რამის ოქმში, სადაც არ უნდა იყოს, მიზეზი ყველაფრის არის ერთი — ქუჩაში რომ გვაჩერებს პოლიციელი გზის გადაკვეთაზე, მაგის მიზეზიც დღესდღეობით არის ერთადერთი — ეს მიზეზი არის რუსეთი", — ამბობს დოდი ხარხელი.
აქტივისტი დაკავების მომენტს იხსენებს და ამბობს, დაკავებისას მას LIVE-ს ჩართვა სურდა, თუმცა, ტელეფონი წაართვეს და "ხელებიც ძალადობრივად გადამიგრიხეს".
"ბავშვი დავტოვე ბაღში, 3 წლის შვილი და გამოსვლისთანავე დამადგა რამდენიმე მამაკაცი და როდესაც მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გადავწყვიტე ტელეფონით ლაივი ჩამერთო, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს, წამართვეს, სამწუხაროდ და ხელებიც ძალადობრივად გადამიგრიხეს, ამის შემდეგ დავიწყე ხმაური, სიგნალის მიცემა მანქანაზე და გამვლელებისთვის თხოვნა, რომ ლაივი ჩაერთოთ, საბედნიეროდ ჩართეს ლაივი და ბაღმაც ირეაგირა, რომ თქვენამდე მოსულიყო ეს ინფორმაცია.
ამის შემდეგ, ყველაფერი მოხდა ძალიან ზრდილობიანად, სინამდვილეში, იქაც, რომ მოვედით, უშუალოდ ჩხრეკის პროცესიც და ამის ერთადერთი მიზეზი, რომ ახლა არ მაქვს დაზიანებები, არის ის რომ ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ და არის ბევრი კამერის წინ და ეს არის ერთადერთი დაცვა, რაც თითოეულ მოქალაქეს გვაქვს, ეს არის — მაქსიმალური საჯაროობა", — ამბობს დოდი ხარხელი.
მისი თქმით, ჩხრეკის შემდეგ წაიღეს ფლეშკები, ტელეფონები, ლეპტოპები და სხვა ნივთები.
"რაც შეეხება რა წაიღეს — ყველაფერი, დავიწყებული ფლეშკა, მობილურები, ძველი მობილურები, მათ შორის სამუშაო ლეპტოპები, ჩემი, ჩემი მეუღლისაც, ბავშვისაც. ჩვენ ძალიან ციფრული ოჯახი ვართ, Smarthome ელემენტებით და ა.შ. შესაბამისად, ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩხრეკა, რადგან უმრავი AppleTV და რაღაც ნივთები გვქონდა და გვაქვს.
თავიდან არ განმიმარტეს რა იყო დაკავების მიზეზი, როცა მანქანაში ჩამსვეს და მომეწერა ხელი ოქმზე, რომელზეც არ მომიწერია, რაც ძალიან საინტერესოა და შემდეგ უკვე იურისტთან ერთად ვისაუბრებთ ამაზე არის ის, რომ გადაუდებელ და სასწრაფო ჩხრეკად კვალიფიცირდა. როდესაც ეს გამოძიება მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თვეა და მეტიც, მე ვიყავი კიდევაც უკვე მოწმედ დაბარებული და მიცემულიც მაქვს ჩვენება მაგისტრ მოსამართლესთან. მიუხედავად ამისა, თვეების მერე გახდა საჭირო, რომ საბავშვო ბაღიდან გამოსული დავეკავებინე უამრავ მამაკაცს", — ამბობს დოდი ხარხელი.
გავრცელებული ინფორმაციით, დოდი ხარხელის სახლთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები