ვინ არის კიმბერლი ლოუ და აქვს თუ არა კავშირი დონალდ ტრამპთან
ფოტო: Royal Examiner
ქართულ სამთავრობო მედიაში ახალი პროსახელისუფლებო სახე გამოჩნდა — ამერიკელი კიმბერლი ლოუ.
როგორც გვარწმუნებენ, ის ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლად განიხილება და საქართველოს ევროპასთან (ასევე, ამერიკასთან) ურთიერთობის აღდგენაში დაეხმარება. საინტერესო ისაა, რომ ინტერნეტსივრცეში მის შესახებ ამგვარი ინფორმაცია არ იძებნება. მაშ, ვინაა კიმბერლი ლოუ?
"ქართული ოცნების" ნარატივი კიმბერლი ლოუს განცხადებებში
კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუ პირველად საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვიხილეთ, შემდეგ კი სამთავრობო არხ იმედზე. მის განცხადებებში ნათლად იკვეთება "ქართული ოცნების" ის ნარატივები, რომლებსაც ბოლო პერიოდში ხშირად ვისმენთ.
აი, ფრაზები, რომლებიც იმედმა გაავრცელა:
- "ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ, ვეთანხმები, რომ აშშ-ში გარკვეული ქმედებები უსამართლო იყო საქართველოს მიმართ";
- "პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და უზარმაზარ გლობალურ ცვლილებებს ვიხილავთ, რადგან პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას მშვიდობა სურს მსოფლიოში. ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ ამ მშვიდობას საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის წევრებს შორის";
- "საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკაზე, ყველა საკითხზე ევროკავშირში შესასვლელად. მაგრამ ასევე სწორია კულტურული იდენტობის შენარჩუნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია";
- "ახლა მაგიდაზე საქართველოსთვის არის ის, რომ მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ კუთხით შემიძლია, დავეხმარო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროში";
- "როგორც ვხვდები, თქვენს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ამ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში".
ვინ არის კიმბერლი ლოუ
კიმბერლი ლოუს განცხადებებში ჩაღრმავება, ალბათ, საჭიროც არაა, რადგან ზედაპირზევე ჩანს ის ნარატივები, რომლებიც სამთავრობო მედიასაშუალებებმა ხელის მოსაჭიდებლად ხავსად გამოიყენეს. ახლა ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც ამ ქალის ვინაობაა.
მართლაც აქვს გავლენები მას ტრამპის ადმინისტრაციაში? ან ნამდვილად ვიხილავთ კიმბერლი ლოუს ევროკავშირში წარმომადგენლად?
კიმბერლი ლოუს შესახებ რამდენიმე ფაქტი ვიცით:
ის ამერიკელი რესპუბლიკელია, რომელსაც სურდა, სენატში ვირჯინიის შტატის წარმომადგენელი გამხდარიყო. იგი ორჯერ დამარცხდა — 2022 წელს დისკვალიფიკაცია მიიღო და არჩევნებს 2024 წელსაც გამოეთიშა. მისი საარჩევნო კამპანიის ვებგვერდი ჯერ კიდევ არსებობს: www.kimberlylowe.com.
ამასთან, ინფორმაცია არ მოიძიება იმის შესახებ, რომ კიმბერლი ლოუს დონალდ ტრამპთან ამჟამად რაიმე კავშირი აქვს (გარდა იმისა, რომ მისი გულმხურვალე მხარდამჭერია). ეს ორი სახელი და გვარი ერთად უბრალოდ არ ფიგურირებს. შესაბამისად, არანაირად დასტურდება, რომ კიმბერლი ლოუ ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლად განიხილება.
ერთადერთი, სადაც ამის შესახებ ვკითხულობთ, ისევ ქართული წყაროებია. სამთავრობო მედიის გარდა, ეს პიროვნება ბესო შენგელიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში გვხვდება. ის იმედის ხშირი სტუმარია და სენატში ვირჯინიის ვერშემდგარ წარმომადგენელს "მსოფლიო მშვიდობის ფორუმის" კონტექსტში ახსენებს.
ფოტო: ბესო შენგელია
ის ამბობს, რომ ნობელის მშვიდობის ჯილდოს ნომინაციაზე კანდიდატთა სიაში სწორედ "გლობალური მშვიდობის პროექტის" განაცხადით მოხვდა და მასში მონაწილეობის მიღებაზე კიმბერლი ლოუ დათანხმდა. ასევე, ის შეჰპირდა, რომ ღონისძიებაზე ტრამპსაც ჩამოიყვანს.
ცხადია, ეს რეალობისგან შორსაა, რადგან, როგორც უკვე ვახსენეთ:
- ტრამპისა და კიმბერლის კავშირზე ინფორმაცია არ არსებობს;
- ლოუს პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურად უბრალოდ ვერ განვიხილავთ, რადგან, მოძიებული მონაცემების მიხედვით, მას გავლენები არ გააჩნია;
- სხვა თუ არაფერი, საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტი რეალური რომ იყოს, ეს ამბავი ასე უხმაუროდ ნამდვილად არ ჩაივლიდა;
- კიმბერლი ლოუს სახელი ევროკავშირთან არანაირად ასოცირდება და არც რაიმე მინიშნება გვაქვს იმაზე, რომ ეს მომავალში მოხდება.
დაბოლოს, კიმბერლი ლოუს შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოვიძიეთ. შესაძლოა, ის წარუმატებელი პოლიტიკოსია, თუმცა აღმოჩნდა, რომ სიმღერა არც ისე ცუდად გამოსდის.
დიახ, კიმბერლი ლოუს, არც მეტი, არც ნაკლები, სიმღერაშიც აქვს ბედი ნაცადი. გიტოვებთ მის ერთ-ერთ სიმღერას "სიყვარული ჩრდილებს შორის". ევროკავშირთან მოლაპარაკებებში თუ ვერ დაგვეხმარება, ვინ იცის, იქნებ, მისი ცოცხალი შესრულება "მშვიდობის ფორუმზე" მაინც ვიხილოთ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები